.ვარ25 წლის მაქვს სიცხეები ფილტვები სუფთა მაქვს, შ... | მამაკაცი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მამაკაცი

კატეგორია - მამაკაცი

17-08-2018

-გამარჯობათ.ვარ25 წლის მაქვს სიცხეები ფილტვები სუფთა მაქვს, შარდვის დაწყების დროს მაქვს უხერხული შეგრძნება და კიდევ ცოტა რაოდენობით გადმომდის სპერმა რისი ბრალი შეილება იყოს ან სათესლე ჯირყვლის ტუბს როგორი სიმპტომები აქვს

პასუხი
-რამდენი გაქვთ ტემპერატურა? მუდმივი ხასიათი აქვს ტემპერატურის მატებას თუ მხოლოდ გარკვეულ პერიოდში მატულობს? ტემპერატურის მატების მიზეზი შეიძლება იყოსშარდ0-სასქესო სისტემაში პათოლოიური პროცესები (მაგალითად, ანთება), მითუმეტეს, რომ შარდვის მხრივ გაქვთ დარღვევები. რადგან შარდვის დროს გამოიყოფა სპერმა ე.ი როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პროსტატორეასთან ან სპერმატორეასთან.
პროსტატორეა წინამდებარე ჯირკვლიდან სეკრეტის გამოყოფაა შარდვის ბოლოს ან დეფეკაციის (კუჭში გასვლის) დროს. დაკავშირებულია გამომტანი სადინრების ტონუსის დაქვეითებასთან ანთების გამო. არის ქრონიკული პროსტატიტის ერთ-ერთი ხშირი ნიშანი. ამ გამონადენის მიკროსკოპული გამოკვლევისას მასში სპერმატოზოიდები არ არის.
სპერმატორეა კი ურეთრიდან მოთეთრო- მოყვითალო ფერის სითხის (სპერმის) გამოყოფაა სქესობრივი აგზნების გარეშე შარდვის ბოლოს და დეფეკაციის დროს. გამონადენის მიკროსკოპულ ანალიზში ჩანს სპერმატოზოიდები. სპერმატორეა აღინიშნება სათესლე გზების ანთებითი პათოლოგიების (ფოლიკულიტი, ვეზიკულიტი) დროს. თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ უროლოგს, რადგან თუ ანთებითი პროცესი ქრონიკულად მიმდინარეობს, ის შეუქცევად გართულებებს გამოიწვევს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად