ჩემმა მეუღლემ მტკვარზე თევზაობის დროს წყალში ნაგდ... | ინფექციური სნეულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ინფექციური სნეულებები
07-07-2010

- ჩემმა მეუღლემ მტკვარზე თევზაობის დროს წყალში ნაგდებ ჟანგიან რკინაზე გაიჭრა თითი.იმწუთას წყლით ჩამოიბანა.სახლში დავუმუშავე წყალბადის ზეჟანგით,იოდით და ლევომიკოლის მალამო დავადე.რამდენად საშიშია რომ ტეტანუსით დაინფიცირდეს და რა პირველადი ნიშნები ახასიათებს ამ დაავადებას.დიდებშიც არის აუცილებელი ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება?

პასუხი

- ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერია - ტეტანუსის კლოსტრიდიუმი, საკმაოდ გამძლეა გარემო პირობებისადმი - მისი ვეგეტაციური ფორმა (სპორა) დიდხანს ძლებს ნიადაგში, წყალში, უძლებს დუღილის ტემპერატურასაც კი და მხოლოდ ავტოკლავირების შემდეგ იღუპება. ამდენად ბინძურ წყალში მდებარე ჟანგიანი საგნით ჭრილობის განვითარებისას საკმაოდ დიდია ტეტანუსის გამომწვევით ჭრილობის დაინფიცირების რისკი და ასეთ დროს აუცილებლად კეთდება ტეტანუსის ანატოქსინი. გირჩევთ, დროულად მიმართოთ ქირურგიულ კაბინეტს. ნუ იფიქრებთ, რომ ჭრილობის სიმცირე პროგნოზულად საიმედოა - პირიქით, მცირე ზომის ჭრილობა უფრო ზრდის რისკს.

რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს, ერთ-ერთი პირველი სიმპტომია საღეჭი კუნთების ტრიზმი (კრიჭის შეკვრა). ზოგადად კი ვითარდება ნერვული სისტემის დაზიანება ტოქსინის (შხამის) მიერ და კუნთების კრუნჩხვები. დაავადება საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და მძიმე გართულებებიც ახასიათებს.

დაავადების პროფილაქტიკისათვის ბავშვებში კეთდება გეგმიური აცრები. მოზრილებში, ვისაც ჩატარებული აქვს ეს გეგმიური აცრები, ჭრილობის დაბინძურების დროს კეთდება 0,5 მლ ტეტანუსის ანატოქსინი, ხოლო თუ გეგმიური აცრები ჩატარებული არ არის, კეთდება ანატოქსინიც და ანტიტეტანური შრატიც.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად