კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნოემბერი 2018
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია
კატეგორია - გინეკოლოგია
12-08-2018
-გამარჯობა! მადლობა რომ მპასუხობთ. მენსტრუაცია ბოლოს მქონდა 28 ივნისს ამდროს ვიყავი ჯერ ქალიშვილი, 27 ივლისს და მეორე დღესაც 28-ში მქონდა პირველი სექსი და დავკარგე ქალიშვილობა,რის შემდეგაც მეორე-მესამე დღეს ჩამომივიდა სისხლი. ამის შემდეგ არმომსვლია მენსტუაცია წელის არეშიმაქვს ტკივილები დღეს უკვე 12 აგვისტოა და ციკლი ჯერ კიდევ არმომივიდა. ჩავიტარე რამოდენიმე ტესტი სხვადასხვა დროის პერიოდში ამ 12 დღის განმავლობაში მაგრამ სულ მაჩვენებს უარყოფითს, რატომ დამერღვა ციკლი და ამდენიხნის გადაცილება რატომ მოხდა ვერვხვდები. სხვა ტკივილებს არ ვგრძნობ თავსაც კარგად ვგრძნობ ... რისი ბრალი შეიძება იყოს შესაძლებელია თავისით ჩადგეს კალაპოტში ციკლი და საქალწულე აპკის დარღვევა იყოს ციკლის დარღვევის მიზეზი?
პასუხი
პასუხობს  არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, მედ. დოქტ.  რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი - ლალი ფხალაძე

- ციკლის ასეთი ერთჯერადი დარღვევა, როდესაც ტესტი უარყოფითია და ასე იგი არ არის ორსულობა, შეიძლება დაკავშირებული იყოს სტრესთან, რასაც გარკვეულად ადგილი ჰქონდა სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას.ეს საგანგაშო არ არის ,შესაძლებელია მთელი თვე არ დაგეწყოთ მენსტრუაცია. თუ ასეთი დარღვევა კიდევ გექნებათ, გაიკეთეთ პროლაქტინის ანალიზი სისხლში და მიმართეთ რეპროდუქტოლოგს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
27 სექტემბერი 2014
თუ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი, ან არ ხართ ალერგიული თაფლზე, მაშინ შეგიძლიათ თაფლიანი წყლის დალევა
16 ნოემბერი 2018
თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ზრდასრული ადამიანები ტკბილეულის მაგივრად იღებენ და
ბევრს აოცებს, როგორ შეგვიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ვითარებაში, დახუჭული თვალებითაც კი შევიგრძნოთ, განვსაზღვროთ ჩვენი სხეულის პოზიცია.
თაფლი თავისი შემადგენლობითა და სასარგებლო თვისებებით უნიკალური პროდუქტია. მაგრამ როგორ განვასხვავოთ
როდესაც ხშირად გვტკივა თავი.როდესაც თავის მკვეთრი მობრუნებისას, დახრისას, ერთ რომელიმე ადგილას, საფეთქლის ან