"ძალიან მაინტერესებს, ზუსტად რომელი ხილი თუ ბოსტნ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

06-07-2010

- "ძალიან მაინტერესებს, ზუსტად რომელი ხილი თუ ბოსტნეული რა სახის ნივთიერებებსა თუ ვიტამინებს შეიცავს და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას ადამიანისთვის?" მე მოგწერეთ ეს კითხვა და თქვენი პასუხიც გასაგები იყო, ამიტომ დავაკონკრეტებ, მე მაინტერესებს - ვაშლის, მსხლის, მარწყვის, სტაფილოს, კომბოსტოს, კიტრის და პომიდორის ამგვარი მონაცემები.

პასუხი
ვაშლი - ვაშლის შემცველი - 1) უჯრედისები და პექტინები აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას, 2) კალციუმი არეგულირებს თირკმლების მუშაობას, 3) რკინა წარმოქმნის სისხლს, შაქარს და ფოსფორს. ააქტიურებს აზროვნებას, 4) B ჯგუფისა და A, C, E, P ვიტამინები მანგანუმთან, სპილენძთან, მცენარეულ ანტიბიოტიკებთან და ფიტონციდებთან ერთად ხსნიან დაღლილობას და იცავენ ორგანიზმს გაცივებისგან. 
გარდა ამისა, ვაშლი იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს. ვაშლი ყველა ხილსა და ბოსტნეულზე უკეთ აქვეითებს სისხლში ქოლესტერინს. იგი საუცხოო პროფილაქტიკური საშუალებაა ანემიის დროს, საუკეთესო შარდმდენია, ახალი გახეხილი ან აირღუმელში შემწვარი ვაშლი შველის ყაბზობას.

მსხალი - მსხალი ბევრად უფრო მარგებელია, ვიდრე გვგონია. ის გაჯერებულია ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C,B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის იოდით), ნახშირწყლებით. ამასთანავე, მართალია, ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, მაგრამ შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. ანტიბიოტიკი არბუტინი მსხლის წვენს ანტიბაქტერიულ თვისებას სძენს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემები აქვს.

მარწყვი - მარწყვი მდიდარია ვიტამინებით, საკვები ნივთიერებებით და მინერალებით, ფოლიუმის მჟავათი, C ვიტამინის წყალობით დაბლა სწევს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ამაღლებს იმუნიტეტს.
გარდა იმისა, რომ მარწყვი საუკეთესო ანტისეპტიკია (ამცირებს პირის ღრუს ანთების რისკს), ანტიდეპრესანტიცაა; ამასთან, დაბალკალორიულიცაა.
მარწყვი არ არის სასურველი ფეხმძიმეებისა და ალერგიისადმი მიდრეკილთათვის.

პამიდორი - პამიდორი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ლიმონის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინს (A, B1, B2, P, K), ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კარგია ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.
პამიდორის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ელენთის დაავადებების დროს.

კომბოსტო - კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია.
კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს.

კიტრი - კიტრი შეიცავს წყალს, ნახშირწყლებს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, PP), რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს. იგი აუმჯობესებს მადას, აადვილებს ცხიმებისა და ცილების შეწოვას, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და საფაღარათო თვისება. კიტრის წვენი სახიდან აშორებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს.

სტაფილო - სტაფილო უხვად შეიცავს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, თუმცა ამ ბოსტნეულის მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი A პროვიტამინის -კაროტინის წყაროა.
სტაფილო მდიდარია კალიუმის მარილებითაც, რომლებიც მონაწილეობენ წყალმარილოვანი ცვლის რეგულაციაში, ხელს უწყობენ ორგანიზმიდან წყლის გამოდევნას.
ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ეფექტური შერწყმის გამო სტაფილო განსაკუთრებით სასარგებლოა იმ ბავშვებისა და მეძუძური დედებისთვის, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, თირკმლის, გულის, ღვიძლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი.
კომენტარები
04 სექტემბერი 2016 12:12
გამარჯობათ კვერცხი კარგია თუ არა მაშინ როცა სისხლში შაქრის დონე მაგალია?
12 მაისი 2014 11:27
მაინტერესებს შაქრიანი დიაბეტიანებისთვის თუ შეიძლება ალუჩა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად