მაინტერესებს ბუასლილის ხალხური მედიცინის წამლები ა... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
08-08-2018

-გამარჯობათ,მაინტერესებს ბუასლილის ხალხური მედიცინის წამლები ან რაიმე ხომ არ მიცით ვაშლის ძმრის შესახებ ეფექტურია თუ არა ბუასლის დროს

პასუხი
-ბუასილის მკურნალობაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას. მისი მიზანია კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს საკმაო ოდენობის (2-3 ლიტრ) სითხეს და პროდუქტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნაწლავის პერისტალტიკაზე: შავ პურს, უმ ხილსა და ბოსტნეულს, შავ ქლიავს, შვრიის, წიწიბურას, ქერის ბურღულს. თეთრი, რაფინირებული ფქვილის, მოუხდელი რძის ნაწარმს უმჯობესია ერიდოთ. სამაგიეროდ, რძის მჟავე, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.
ნაწლავის მოტორულ აქტივობას აძლიერებს მინერალური წყალი. რეკომენდებულია მაგნიუმისა და სულფატის იონების შემცველი ნაირსახეობანი. სვით ოთახის ტემპერატურისა, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
არ გირჩევთ ძლიერმოქმედი სასაქმებელი საშუალებების ხშირად მიღებას -თუ ყაბზობისკენ გაქვთ მიდრეკილება, უმჯობესია, მას დიეტითა და სხვა ბუნებრივი მეთოდებით ებრძოლოთ.
აუცილებელია რაციონიდან ცხარე, ტკბილი, შემწვარი, შებოლილი საკვების, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების ამოღება -ეს პროდუქტები ხელს უწყობს ანალურ მიდამოში ვენური ქსელის გაფართოებას და არღვევს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას. შეგიძლიათ, დალიოთ მსუბუქი ღვინო, კოქტეილი, კერძის საკაზმად გამოიყენოთ არაცხარე სოუსები და საწებლები, ოხრახუში, კამა, ქინძი. ბუასილის გამწვავების პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს დეფეკაციის ჰიგიენას. უნდა ვერიდოთ გაჭინთვას, საპირფარეშოში დიდხანს ჯდომას -ორივე ფაქტორი პროვოცირებას უწევს ჰემოროიდულ კრიზს. მეტად მნიშვნელოვანია ანალური მიდამოს საგულდაგულო ტუალეტი დეფეკაციის შემდეგ. ადამიანმა, რომელსაც ქრონიკული ბუასილი აქვს, უმჯობესია, ტუალეტის ქაღალდზე უარი თქვას და დეფეკაციის შემდეგ ანალური მიდამო ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ უფრო გრილი წყლით დაიბანოს.
ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
გვირილა
2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
კარტოფილის სანთლები
უმი კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ.
ფარსმანდუკი
აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
ჭინჭარი
2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ძახველი
4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე.
მიღება:1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
დიდი ბრიტანეთის დიეტოლოგებმა, კვლევების საფუძველზე, განაცხადეს, რომ არსებობს პროდუქტების ნაკრები, რომელიც
ცნობილია, რომ ნიგოზი ებრძვის კიბოს, აქვეითებს ანთების დონეს, ამუხრუჭებს დაბერების პროცესს და
მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად