ვარ 18 წლის გოგო, 15 წლის ასაკში გარდამეცვალა საუკ... | ფსიქოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია

კატეგორია - ფსიქოლოგია

20-07-2018

ვარ 18 წლის გოგო, 15 წლის ასაკში გარდამეცვალა საუკეთესო მეგობარი. რატომღაც გადავწყვიტე მომეწერა. ეს ყველაფერი თბილისში მოხდა, მაგრამ ზოგადად სხვა ქალაქიდან ვარ. წელს უნივერსიტეტის გამო თბილისში უნდა გადავიდე, მაგრამ ქალაქის მიმართ ზიზღი გამიჩნდა, არცერთი ქუჩის დანახვა არმინდა, განსაკუთრებით კი სადაც ეს ყველაფერი მოხდა იმ ადგილის, ჩემი იმ ადგილას მოხვედრა კი გარდაუვალი ფაქტია. დრო გავიდა გავუმკლავდი ყველაფერს, სიმართლე რომ ვთქვა ვერც ვგრძნობდი რამეს რამდენიმე თვე, მაგრამ შემდეგ უფრო გავიაზრე ყველაფერი. კიდევ ერთი რამ რაც მაწუხებს ის არის, რომ გარდაცვლილი როცა იყო მის დასანახად არ ვიყავი მზად, მაგრამ უეცრად სუდარა გადახადეს და მოულოდნელად დავინახე, მეორე მომენტი კი ის იყო, რომ როცა უკანასკნელად დაასვენეს მიწაზე, მივედი და მოვეფერე, ისე როგორც ადრე. არც შიში გამჩენია, არაფერი. მხოლოდ ის მინდოდა ჩავხუტებოდი და გამეთბო ასეთი გაყინული. დღემდე, ღამით, როგორ სიზმარსაც არუნდა ვხედავდე, ბოლო კადრი უეცრად რომ დავინახე ის სახეა და ბოლო გრძნობა ის მკვდარი სხეულის სიცივე, რაც ვიგრძენი. მინდა მოვიშორო ეს ყველაფერი და სამუდამოდ ამოვიგდო ან ძალიან ღრმად დავლექო ქვეცნობიერში. აღარ ვფიქრობ, ამ თემაზეც არ ვსაუბრობ, უბრალოდ ვიხსენებ და ვიღიმი, ბედნიერი ვარ რომ მისი მსგავსი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა ვიცი, რომ სადღაც, ძალიან ლამაზ სამყაროშია. მაგრამ მინდა ის საშინელი მარტის დღეები აღარ მახსენებდეს თავს. გული მიგრძნობდა, ბოლოს რომ ვნახე ვუთხარი შენი რამე ნივთი დამიტოვე, სულ თან მექნება, რომ დევხედავ გამახსენდები და შემდეგი შეხვედრისად დაგიბრუნებ თქო, მერე არც დავემშვიდობე ის წამოვედი, მოდიოდა ჩასახუტებლად და გავიწიე არ გემშვიდობები თქო. არც კი გვისაუვრია მსგავს თემაზე რომ შიში გამჩენოდა. მირჩიეთ, როგორ ამოვიგდო გონებიდან სამძიმრის დღეები..

პასუხი
-ძალიან დიდი სტრესი მიიღეთ, თან გარდატეხის ასაკში, რაც ბუნებრივია, რომ აისახა თქვენ ფსიქიკაზე. ახლა სტრესის შემდგომი მდგომარეობა გავთ. რასაკვირველია შესაძლებელია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, მაგრამ ონალინ რეჟიმში ეს ვერ მოხერხდება. გირჩევთ უშუალოდ მიმართოთ ფსიქონევროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად