კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია
კატეგორია - გინეკოლოგია
commerce
11-07-2018
26 ივნისს გადავიღე ექოსკოპია. ვარ ქალიშვილი, 25 წლის. ექოსკოპიის გადაღების დღესვე მქონდა მენსტრუაციის პირველი დღე. 1) ენდომეტრიუმის სისქე ნორმალურია? 2) ასევე მაინტერესებს "ღრუ დეფორმაციის გარეშე.თავისუფალი" რას ნიშნავს? 3) საშვილოსნოს ყელის სიგრძე ნორმალურია? 4) რაიმე დარღვევა იკვეთება ამ ექოსკოპიის პასუხიდან? 4) როგორც ვიცი ენდომეტრიუმი არაორსულს ნაკლები უნდა ჰქონოდა და მე არ ვარ ორსულად, ამიტომ მაინტერესებს საქმე რაიმე პათოლოგიასთან მაქვს თუ არა. გთხოვთ ყველა კითხვაზე გამცეთ პასუხი,მადლობა წინასწარ.
პასუხი
- უნდა ინახოს ენდომეტრიუმის სისქე ციკლის სხვა დღეებში. ერთი ექოსკოპიით დასკვნას ვერ გავაკეთებთ, შესაძლოა ჯერ არ იყო დაწყებული მენსტრუაციისთვის დამახასიათებელი ენდომეტრიუმის ჩამოშლა. ციკლის ბოლო დღეებში ანუ მენსტრუაციის დაწყებმდე ენდომეტრიუმის სისქე 1 დან 1,8 სმ-მდეა, ანუ ამ შემთხვევაში ნორმას შეესაბამება. 
ღრუ თავისუფალია - მასში არ არის ემბრინი ან რაიმე წარმონაქმნი. და არც მისი ზედაპირია დეფორმირებული.
ყელის სიგრძე ნორმალურია.
არ გავქთ არანაირი დარღვევა. დინამიკაში ნახეთ ენდომეტრიუმი, თუ მისი სისქე მენტრუაციის დასრულების მომენტშიც იქნება სქელი, მაშინ უნდა ჩატრდეს ჰორმონული კვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება