რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
გამარჯობა,ვარ საზღვარგარეთ, ვარ ორი თვის ფეხმძიმე, შეიძლება ცოტა მეტისაც,არ მაწუხებს არაფერი, ოდნავი გულისრევა და გულის აჩქარების გარდა. მაქვს ორი კვირაა თავის ტკივილები, რასაც ფეხმძიმობამდეც ხშირად უჩიოდი, გამოკვლევებიც ჩავიტარე და არაფერიაო, ანალგინის მიღების შედეგად მიყუჩდებოდა ძირითადად,ეხლა ვერ ვიღებ ანალგინს არ შეიძლებაო, მხოლოდ მიგ400 მიიღეო ,ეს წამალი კუჭს მტკენს, იქნებ მირჩიოთ რაიმე გამაყუჩებელი რომელსაც აქ თუ ვერ ვიშოვი გამოვაგზავნინებ საქართველოდან. მადლობა
პასუხი
მოგესალმებით, გმადლობთ შეკითხვისთვის. ორსულობიდან გამომდინარე ტკივილგამაყუჩებლების არჩევანი არც თუ ისე დიდია. შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი. რადგან თავის ტკივილის პრობლება თქვენთვის არ არის აახლი, გირჩევთ აკონტროლოთ არტერიული წნევა, ვინაიდან ეს შესაძლებელია მოიცავდეს დამატებით მკურნალობას. ასევე უმჯობესია ჩაიტაროთ სისხლის ანალიზში ჰემოგლობინისა და რკინის განსაზღვრა, შესაძლებელია ეს იყოს მიზეზი. ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვი