კითხვა-პასუხი - ნევროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია
კატეგორია - ნევროლოგია
06-07-2018
-გამარჯობათ, 4 წელია უკვე მაქ თავის ტკივილები კეფის არეში, ხანდახან მგონია რომ რაგაც გასკდება შიგნით და ასევე მგონია რო ამ დროს თვალის გუგები მივიწროვდება.მაქ თავის ტვინის კტ კვლევა მრტ კვლევა ანგიორეჟიმში და ასევე ეხლა 14 თებერვალს გავიკეთე დიგიტალური ანგიოგრაფია ბარძაყის არტერიიდან თავის ტვინის სიხსხლძარღვების ანგიოგრაფიულიუ კვლევა, ყველა კვლევა სუფთა და ვერავითარი პათოლოგია ვერ მოიძებნა....არადა ეს სიპტომები მიგრძელდება სახეზე მახურებს მივარდება ხველა მთქნარება და მგონია რომ თავის ტვინში რაღაც გასკდება, ანალიზები ყველაპერი წესრიგში მაქ, დაწყებული ღვიძლის ფუნქციიდან ასევე ჩიყვის სისხლის საერთო შარდის გლუკოზაც ელექტროლიტებიც წესრიგშია.მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს ამ გასკდომის შეგრძნება და აგრეთვე მაინტერესებს დიგიტალური ანგიოგრაფია მთლიანად გამორიცხავს თუ არა ანევრიზმას?
პასუხი
- ე.წ. დიგიტალური ცერებრალური ანგიოგრაფია, ანუ თავის ტვინის სისხლძარღვების რენტგენოკონტრასტული კვლევა,  ყველაზე მგრძნობიარე მეთოდია და პირველი რიგის კვლევაა. კათეტერი რენდგენო-კონტროლით საბოლოოდ აღწევს თავის ტვინის სისხლძარღვში და იქ უკვე ხორციელდება კონტრასტის შეშვება. კონტრასტი თავის ტვინის სისხლძარღვებს ხილულს ხდის რენტგენული კვლევით და ვიღებთ თავის ტვინის სისხლძარღვოვანი ქსელის რენტგენულ სურათს. როდესაც ყველა სისხლძარღვი გამოჩნდება, დავინახავთ პარკისებურ გაგანიერებას. მეთოდი კვლევის პროცესში არსებულ ანევრიზმას გამორიცხავს. 

- ზოგადად, ტკივილი კეფის არეში შეიძლება დაკავშირებული იყოს  თვალების პრობლემასთან (თვალების დაღლასთან),  რადგან მხედველობის ცენტრი მდებარეობს კეფის მიდამოში.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა