კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქონევროლოგია
კატეგორია - ფსიქონევროლოგია
30-06-2018
-მოგესალმებით ,მთელი ცხოვრების განმავლობაში მემართება უჩვეულო რამ, როდესაც რაიმე ნივთზე და ან პიროვნებაზე გულით ვიტყვი საქებარს რამდენიმე ხანში რაგაც ემართებათ. მაგ: ჩემს მეგობარზე ვთქვი გულში საქებარი და რამდენიმე ხანში მეუღლე მოუკვდა. ჩემს ძაღს მოვეფერე და გულში ვთქვი რო ძალიან შემიყვარდა (თან ისიც გავიფიქრე ამის გაამო არაფერი დაემართოსთქო და მეორე დღესვე მოკვდა ) მეგობარ ჟურნალისტზე (სტუდენტზე) ვქვი რომ მოვა დრო და ტელევიზიაში სათანადო ადგილს დაიკავებსთქო . ზუსტად იმავე ტელევიზიაში მოხვდა რომელიც მე გავიფიქრე. და მრავალი ამგვარი. იქნებ მირჩიოთ რამე თითქოს ჩემს ფიქრებს ძალა აქვს ზოგი საპირისპიროდ ხედბა ზოგი დადებითად.
პასუხი
-იმაში გასაკვირი არაფერია, რომ ზოგი პროგნოზი (მაგალითად ის, რომ მეგობარზე თქვით, რომ ტელევიზიაში სათანადო ადგილს დაიკავებდა) მართლდება და ზოგიც- არა. განა სხვა ვარიანტი არსებობდა? თქვენი მეგობარი ან დაიკავებდა სათანადო ადგილს ტელევიზიაში, ან არა. დარწმუნებული ვართ, რომ სხვა უამრავ ადამიანზე გაგიფიქრებიათ გულში კარგი და მას არც არაფერი ცუდი არ მოსვლია. უბრალოდ ყურადღებას აქცევთ თქვენს ირგვლივ მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს (კარგსაც და ცუდსაც) და უკავშირებთ თქვენს ფიქრებს და განცდებს და თანაც, თუ კარგი გაიფიქრეთ ვინმეზე და მას არ გაუმართლა ამასაც თქვენს ფიქრებს ,,აბრალებთ“ და თუ გაუმართლა მაინც თქვენს ფიქრებს უკავშირებთ ამ მოვლენას. თქვენი ფიქრები სხვა ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა