კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ფსიქოლოგია
კატეგორია - ფსიქოლოგია
29-06-2018
-გამარჯობა. ვარ 19 წლის მთელი წელია ხასიათის უეცარი ცვლილებები მაწუხებს ადრეც მქონია ასეთი შემთხვევები,მაგრამ მგონია,რომ წელს ყველაფერი უარესად არის.რამოდენიმე დღე ისეთ კარგ ხასიათზე ვარ,რომ მგონია ქვეყნად არაფერია ისეთი რასაც ვერ გავაკეთებ და ისე ვიქცევი რომ ჩემს თავს თითქმის ვერ ვცნობ,რადგან არ მახასიათებს ასეთი ოპტიმისტური აზრები.შემდეგ ყველაფერი უარესდება.თავს საშინლად ვგრძნობ ხოლმე საწოლიდან ადგომა არ მინდა და არც არავის დანახვა ყოველ ღამე იმაზე ვოცნებობ,რომ აღარ გათენდეს და მერე ისევ მეორდება ეს ყველაფერი.ხანდახან ისეც მემართება რომ რაღაცაზე უაზროდ ამიტყდება სიცილი,მარტოც რომ ვიყო და ხშირ შემთხვევაში ტირილში გადამდის ეს სიცილი.ხანდახან მეჩვენება,რომ ამ ყველაფერს ვიგონებ და სინამდვილეში არაფერი მჭირს,მაგრამ მდგომარეობიდან მაინც ვერ გამოვდივარ.ყველაფერს გადაღლილობას ვაბრალებ,მაგრამ როცა ვცადე დასვენება არაფერი გამომივიდა უბრალოდ ვიგრძენი რომ უფრო დავცარიელდი.მეცადინეობა და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა კიდევ ცოტათი მაინც მეხმარება,მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ ესეც აღარ მშველის უკვე და იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე,მადლობა წინასწარ.
პასუხი
- თქვენ პირველ რიგში გესაჭიროებათ ფისონევროლოგის დახმარება, გარდა ამისა, ენდოკრინოლოგის კონსულტაციაც, გამოსარიცხია ფარისებრი ჯირკვლის პათოპლოგიაც.  რათა დროულად შეფასდეს თქვენი ხასიათის ცვალებადობის გამომწევევი მიზეზები და მოგეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
07 დეკემბერი 2018
სითბო შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ აღინიშნება ვიტამინების, ენერგიის ნაკლებობა, სისხლძარღვებთან
03 დეკემბერი 2018
რეკლამის მიხედვით ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები კრემზე უკეთ ატენიანებს კანს და ამარაგებს
ტემპერატურის მომატება, სისუსტე, ხველა, ცხვირში სისველის შეგრძნება და შრომის უნარის დაქვეითება – მაინც რა არის
გაზიანი სასმელები ბევრს უყვარს. მაგალითად აშშ-ში თურმე ყოველი მეორე მცხოვრები ყოვედღიურად იყენებს
ასაკთან ერთად ჩვენი კუნთები კარგავს ტრავმის შემდგომ პერიოდში სწრაფად აღდგენის უნარს. მეცნიერებმა