,ძალიან გთოვთ დამეხმაროთ... ბავშვს 25 მაისიდან აქ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
15-06-2018

გამარჯობა,ძალიან გთოვთ დამეხმაროთ... ბავშვს 25 მაისიდან აქვს კუჭი აშლილი... მყავდა უამრავ ექიმთან დაუნიშნეს სხვადასხვა წამლები... ინფექციონისსტთანაც მყავდა დაუნიშნა წამლები იმ წამალმა მისცა ალერგია ბავშვს დააყარაა საშინელ დღეშია იქნებ მირჩიოთ რამე... წამალი რომ შევკრა აღარ ვიცი რა გავაკეთო... აქვს ლორწოვანი ყვითელი განავალი ძალიან მეშინია..მირჩიეთ რამე.. 4 თვისაა ბავშვი დიდი მადლობა

პასუხი
-სამწუხაროდ ონალინ რეჟიმში ვერ დაგეხმარებით. რადგან მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. მწვავე დიარეა შეიძლება გამოიწვიოს: მაგნიუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატების მიღებამ; ანტიბიოტიკების მიღებამ; ჰიპოტენზიურმა საშუალებებმა; ციტომეგალოვირუსულმა ინფექციამ; ნაწლავის ჩხირით გამოწვეულმა ინფექციამ; ზოგიერთმა საკვებმა პროდუქტმა; ფრუქტოზის ან ლაქტოზის აუტანლობამ; ლამბლიოზმა, სალმონელოზმა, როტავირუსულმა ან სტაფილოკოკურმა ინფექციამ; კვებითმა მოწამვლამ და სხვა.
კვლავ უნდა მიმართოთ ინფექციონისტს, რათად დადგინდეს ფაღარათის მიზეზი, ამისათვის კი უნდა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი; სისხლის ბიოქიმიური ანალიზი; განავლის საერთო ანალიზი; განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე; კოპროგრამა; განავლის ანალიზი პარაზიტულ დაავადებებზე; მუცლის ღრუს ექოსკოპია.
გასათვალისწინებელია, რომ ფაღარათის დროს ბავშვი მალე კარგავს სითხეს (ელექტროლიტებს) და მდგომარეობა მძიმდება, ამიტომ აუცილებელია მისი შევსებ, მაგალითად რეგიდრონით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად