კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია
კატეგორია - დიეტოლოგია
14-06-2018
-15 წლის, 1.70სმ და 73 კგ წონა ნორმალურია? თუ დიეტას უნდა მივმართო რამე განსაკუთრებულს? რაციონიდან მაქვს პური ამოღებული ცხიმიანს და ცომეულს არ ვჭამ , დღეში ერთ საათზე მეტს მაინც დავდივარ ფეხით და ასე შესაძელებელია დაკლება თუ რამე სხვა ხერხებსაც უნდა მივმართო?
პასუხი
-დიახ, ჭარბი წონა გაქვთ. ეს ასაკი გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების, ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზნით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდა-განვიარების პროცესზე.
მოზარდისთვის მკაცრი დიეტა დაუშვებელია. უარი თვით სასუსნავებზე, ცხიმიან საკვებზე, გამორიცხეთ ტკბილეული,ტკბილი გაზიანი სასმელი, ცომეული და ღამით კვება. პირველ ეტაპზე ესეც საკმარისი იქნება წონის კლებისათვის.
აუცილებელია დაიტვირთოთ ფიზიკურად (დაკავდით თქვნთვის სასურველი სპორტით), კვებაში უპირატესობა მიანიჭეთ ბოსტნეულს, ხილს, რძის პროდუქტებს, მაგრამ აუცილებლად მიიღეთ (ზომიერად) ხორცი და პური.
მოზარდი სრულფასოვნად უნდა იკვებებოდეს, მოთხოვნილებისამებრ იღებდეს ვიტამინებსა და მინერალებს. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, ხაჭო, თევზი, რძე.
აუცილებელია სამი ძირითადი კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი -და ორი დამატებითი ხილის ხარჯზე. საუზმე მთავარია. ის, რასაც დილით ვიღებთ, განსაზღვრავს მეტაბოლური აქტივობის ტემპს მთელი დღის განმავლობაში. საუზმედ გირჩევთ ბურღულის ფაფას, ცეხვილი პურის ტოსტებს. სადილად, კარგი იქნება, თუ მიირთმევთ წვნიანს, ბოსტნეულს, ქათმის, ინდაურის თეთრ ხორცს. ვახშამი ყველაზე მსუბუქი უნდა იყოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება