მოგესალმებით. მაინტერესებს, რამდენად მიზანშეწონილი... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

12-06-2018

-მოგესალმებით. მაინტერესებს, რამდენად მიზანშეწონილია დამხმრე მედიკამენტის მიღება, როგორიცაა ანტიბიოტიკი დოქსიციკლინი, რათა მოხდეს პრევენცია სამი დასახელების ინფეექციით დაინფიცირების? (ქლამიდია, სიფილისი, გონორეა) უცხოურ, სანდო წყაროებში არაერთი ინფორმაციაა გამოკვლევებთან დაკავშირებით, სადაც ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პრეპარატი 70%-ზე მეტ გარანტიას იძლევა რომ დაუცველი სექსის შემთხვევაში, დაინფიცირების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მოგეხსენებათ, რომ არსებობს ასეთი პრეპარატი "PreP", რომელიც 99% შემთხვევაში იცავს ადამიანს HIV/აივ ინფექციით დასნებოვნებისგან, რომელიც ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში. ტრადიციულად, ექიმები გვირჩევენ რომ ერთ-ერთი ყველაზე რეალური თავდაცვის საშუალებაა პრეზერვატივის გამოყენება, რომელიც ასევე მსგავსად მედიკამენტებისა, არ გვაძლევს 100% გარანტიას. იდეალურ ვარიანტში, ერთგული პარტნიორის ყოლა საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ძალიან ბევრი მამაკაცისთვის, სექსის დაცულ მდგომარეობაში ქონა გარკვეულწილად არასასიამოვნოა და შესაბამისად სახეზე გვაქვს არც ისე სახარბიელო ეპიდსიტუაცია. ამ ეტაპზე ჩემი შეკითხვა ეხება ორ მედიკამენტს, ერთ-ერთია ზემოხსენებული ანტიბიოტიკი დოქსიციკლინი და მეორე მირამისტინის ხსნარი, რომელიც რატომღაც არც თუ ისე ცნობილია ბაზარზე და საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, მათთვის ვისაც აქვს დაუცველი სქესობრივი კავშირი. რამდენად უწევთ რეკომენდაციას ამ ორ პრეპარატს? მადლობა წინასწარ.

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ლალი ფხალაძე

-დოქსიციკლინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც ეფექტურია  სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის, უჯრედშიდა ინფექციების როგორიცაა ქლამიდიის, ასევე სიფილისის და გონერეას სამკურნალოდ. პროფილაქტიკის მიზნით მისი გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ 100% დაცვის გარანტიას არ იძლევა. იგივე ეხება მირამისტინის ხსნარს, რაც არის კარგი ანტისეპტიკი და შეიძლება მისი გამოყენება  დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, ასევე ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში- აუზით სარგებლობა, საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობა და ა.შ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად