მოგესალმებით, მაინტერესებს როგორია სურათია, დღეს ჰ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

commerce
09-06-2018

მოგესალმებით, მაინტერესებს როგორია სურათია, დღეს ჰაიმორიტზე შესამოწმებლად ვიყავი და მითხრეს რომ თუ იცი რომ ოსტეომა გაქვსო, გთხოვთ ამიხსნათ, თუ არის საჭირო ქირურგიული ჩარევა ამ შემთხვევაში? აქამდეც გადამიღია რენტგენი და კატე მაგრამ მსგავსი არაფერი უთქვამთ. გთხოვთ განმიმარტოთ საჭიროებს თუ არა დამატებით გამოკვლევებს, ასევე, რამდენადაა რისკი ავთვისებიანში გადაზრდის, კვება ძალიან კარგი მაქვს (დაბალანსებული) მათ შორის კალციუმს საჭირო რაოდენობით ვიღებ და გამიკვირდა რატომ გამიჩნდა ეს პრობლემა, ასევე რჩევა მომცეთ, ჯობს ხელი არ ვახლო, თუ სანამ ზომაში მოიმატებს მანამდე მოხდეს რეზექცია? დიდი მადლობა. ასევე გამომწვევი რა არის? შეუძლია თუ არა ვირუსს პროვოცირება? მაგალითად ებშტეინ ბარს, ან ჰერპესს.22 წ, მამრობითი.

პასუხი
- რენტგენოგრაფიის განხილვა ასე არ ხდება დისტანციურად. ბუნდოვნათ ჩანს, რომ შესაძლოა სინუსური ოსტეობა იყოს, თუ7მცა ზუსტ დიაგნოზს ალბათ რენტგენოლოგი დაგიწერდათ. სინუსური ოსტეომის დროს ოპერაცია იმ შემთხვევაში ხდება საჭირო, როცა ეს წარმონაქმნი ზომაში მატულობს, იწვევს დისკომფორტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ზოგადად კი საჭიროა დინამიკაში დაკვირვება. ზუსტი გამომწვევი უცნობია, თუმცა მიზეზებს შორის ასახელებენ ხშირ სინუსიტებს, დ ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტს, განვითარების დეფექტებს და სხვა. ვირუსული ეტიოლოგიის შესახებ მიზეზებს შორის ნაკლებად საუბრობენ. ზოგადად აჯობებს ონკოლოგს მიმართოთ და მისი მეთვალყურეობის ქვეშ მართოთ დინამიკაში ეს დაავადება. 
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
16 იანვარი 2019
მეტი მიირთვით საუზმეზე - ბევრი უარს ამბობს საუზმეზე. თითქოს კვების გამოტოვებულმა ულუფამ უნდა
04 იანვარი 2019
ღორის გრიპით გამოწვეული პანიკა მიმდინარე სეზონზეც არ ცხრება. გრიპის გართულებისა და ლეტალურად
ღორის გრიპის შესახებ გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
დანიაში მცხოვრობი ქართველი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გიორგი კუჭუხიძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით
განსაკუთრებული ზიანის მომტანი ორგანიზმისთვის სპირტიანი სასმელის უკონტროლო მოხმარებაა.