. პაციენტი არის 62 წლის მამაკაცი. დღეს გადაუღეს გუ... | ონკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია

კატეგორია - ონკოლოგია

commerce
07-06-2018

გამარჯობა. პაციენტი არის 62 წლის მამაკაცი. დღეს გადაუღეს გულზე და ფილტვებზე ექოკარდიოგრაფია. და რეკომენდაცია მოგვცეს მივიდეთ ონკოლოგთან. როგორც ექოკარდიოგრაფიის დასკვნაშია მითითებული ყურადსაღებია ბოლო რამოდენიმე წინადადება. გხოვთ განიმარტოთ რას ნიშნავს და რამდენად შეიძლება იყოს ეს ცუდი ან რა მდგომარეობა შეიძლება იყო ამ დასკვნის მიხედვით: როგორც გვითხრეს ფილტვში არის წყალი და სიმსივნე. მოგახსენებთ ზუსტად დასკვნის ბოლო ნაწილს: მარჯვნივ პლევრის ღრუში თავისუფალი სითხე - 1300 მლ-მდე. მარჯვნივ პლევარზე ვიზუალიზირდება ორი ჰიპერექოგენური წარმონაქმნი ზომით 3.0 სმ * 1.7სმ და 1.5სმ*1.4სმ. ანალოგიური წარმონაქმნები ვივუალიზირდება მარჯვენა წინაგულთან ზომით 2.1სმ*3.0სმ. პლევრის, პერიკარდიუმის მტს? (ბოლო სამი ასო ინგლისური ასოებითაა) მადლობა წინასწარ, ველოდები თქვენს პასუხს

პასუხი
- როდესაც პლევრაში არის ამ რაოდენობით სითხე, აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ონკოლოგიური პათოლოგია, სწორედ ამიტომ გაგაგზავნეს ონკოლოგთან. სწორედ ეს წერია სავარაუდო დასკვნაში, რომ ხომ არ იწვევს სითხის დაგროვებას სიმსივნეო - ამიტომ არის კითხვის ნიშანი ბოლოში. ეს დიაგნოზი არ არის, აქ წერია ის, რაც უნდა გამოირიცხოს ონკოლოგთან ვიზიტის დროს.
თუმცა პლევრიტის მიზეზი შეიძლება იყოს ტუბერკულოზიც, ანთებაც და კიდევ სხვა დაავადებები.
უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი გამოკვლევა და დაისვას დიაგნოზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად