, ვარ 25 წლის ბიჭი. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, ... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

29-05-2018

-გამარჯობა, ვარ 25 წლის ბიჭი. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, რომ მარჯვენა სათესლე პარკი უფრო დაბლა იყო ვიდრე მარცხენა, დღეს ასევე მივაქციე ყურადღება და მარჯვენა სათესლე პარკი შედარებით გასიებულია ვიდრე მარცხენა. ტკივილი არ მაქვს, თუმცა რაც ყურადღებას ვაქცევ მცირეოდენ დისკომფორტს ვგრძნობ ამ არეში. ეს მოვლენა შევამჩნიე ძალიან აქტიური სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ. 3 დღის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე მქონდა სქესობრივი აქტი და მასტურბაცია.ასევე, დაახლოებით 3 კვირაა საზარდულის ლიქენის გამო ვმკურნალობ ფაქტორ დერმიკოს კრემით საზარდულის არეში, თავისთავად კრემის შეზელვის დროს იგი ხვდება სათესლე პარკებზეც. შესაძლებელია სათესლე პარკის ჩამოწევა და შესიება დაკავშირებული იყო გადაჭარბებულ სქესობრივ აქტივობასთან ან კრემთან და რამდენად აუცილებელი და სასწრაფოა უროლოგთან ვიზიტი. ხომ არ აჯობებს რამდენიმე დღის განმავლობაში დაკვირვება და სიმპტომმა არ გაიარა შემდეგ ვიზიტი ექიმთან ?წინასწარ მადლობა პასუხისათვის.

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი  უროლოგი  გიორგი ნადარეიშვილი

- სიმპტომები არ არის საშიში, სასურველია დააკვირდეთ თქვენ სიმპტიომებს რამდენიმე დღის განმავლობაში და მათი  დარჩენის შემთხვევაში სასურველია ჩატარდეს ექოსკოპიური კვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად