-გამარჯობა. იქნებ სრული პასუხი გამცეთ რა. მაქვს ცხვირის ძგიდის გამრუდება. გარეგნულადაც ემჩნევა ცხვირს მარჯვნივაა გადახრილი. ექმიმმა მითხრა, რომ ძგიდე მარჯვენა ნესტოსკენ შესამჩნეადაა გადახრილი და მეც მარცხენაზე ხელის მიდებისას ვგრძნობ რომ მაგ ნესტოთი ვერ ვსუნთქავ. ახლა 18 წლის ვარ და დღე-დღეზე ოპერაციას ვიკეთებ. სუნთქვა ადრეც მიჭირდა, განსაკუთრებით ღამით, მაგრამ ბოლო თვეებია შესამჩნევია. ადვილად ვიღლები, ზოგჯერ ნელი ჭამის დროსაც კი ძლივს ვსუნთქვ თითქოს ძალიან დაღლილი ვარ. თავის ტკივილები ადრეც მაწუხებდა და გამოკვლევებით პროლაქტინი მქონდა აწეული და მკურნალობის შემდეგ გამიარა, მაგრამ ბოლო კვირებია ისევ აქტიურად დამეწყო. ზოგადად მთლიანი თავი იშვიათად მტკივა, უფრო სხვადასხვა ადგილას, ძირითადად კეფის ან შუბლის წილი. ბოლოდღეებია შუბლის წილი მტკივა ხოლმე და თვალები. ზოგჯერ თვალებზე, გუგების ზემოთ თითის დადების დროს სისხლძარღვებს (მგონი ეგენია) ვგრძნობ და მაგათ რომ ვამასაჟებ, ან ხელს ვაჭერ უმნიშვნელოდ, შვებას ვფრძნობ და როცა თავს ვანებებ ტკივილი გრძელდება. ასევე რამდენიმე დღის წინ გუგების აქეთ იქით ტრიალის დროსაც მტკიოდა თვალები. კიდევ ბოლო 3-4 კვირის წინ საფეთქლის ტკივილებიც დამეწყო. მერე გამიარა, მაგრამ ახლა მარცხენა სადეთქელთან, წარბის დაბოლოებასთან ხელის მიდების დროს მტკივა საშინლად. ანუ თავიდან ვიფიქრე რომ ძვალი მტკიოდა, ისეთი ტკივილი მაქვს აი დალურჯებულ-დაბეჟილ ადგილას ხელა რომ დაიდებ და ძვალი გეტკინება, ხოდა ხელით კანის გადაჭიმვის დროს ტკივილი ადგილს იცვლის, და როგორც დავასკვენი ტკივილი ძვალში არაა ლოკალიზებული. ხელიც რომ მომიხვდეს შემთხვევით საშილად მტკივა. წავიკითხე, რომ ძგიდის გამრიდება სხვადასხვა დაავადებას იწვევს სინუსიტს, ჰაიმორიტს და ა.შ. მაგრამ ცხვირიდან არანაირი ყვითელი გამონადენი არ მაქვს და მაგის გარაშე შეიძლება? 4 დღეში ვიკეთებ რინოპლასტიკას და მაგ პრობლემასაც მოვაგვარებ, მაგრამ რომ არ გამიაროს ტკივილებმა რით უნდა დავიწყო გამოკვლევა? რა შეიძლება მჭიდეს? გთხოვთ შეძლებისდაგვარად სრულად მიპასუხეთ.
-თუ ცხვირით სუნთქვის აღდგენის შემდეგ თავის ტკივილი კვლავ გექნებათ დიაგნოსტიკისთვის ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ. პრალელურად, გაითვალისწინეთ რომ თავის ტკივილის პროფილატიკისთვის პირველი და აუცილებელია დღის რეჟიმის მოწესრიგება, რაც გულისხმობს ზომიერ, სრულფასოვან ძილს, შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმის დაცვას, სწორ კვებას, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებას, სტერსული სიტუაციების თავიდან აცილებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას...