წონაში ძალიან მოვიმატე და ექიმმა დამისვა შემდეგი ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

01-07-2010

- წონაში ძალიან მოვიმატე და ექიმმა დამისვა შემდეგი დიაგნოზები: მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერინსულინემია და დისლიპიდემია. თქვენი საიტის და თქვენი მეშვეობით გავიგე, რა რას ნიშნავდა. მინდა დავიცვა დიეტა და ექიმსაც ვთხოვე მოეცა დიეტის სქემა დღეების მიხედვით, როგორც ჩვეულებრივ ხდება. მაგრამ მან მხოლოდ ჩამონათვალი მომცა იმ პროდუქტების, რომელიც შემიძლია მივიღო. იქნებ თქვენ დამეხმაროთ და გაქვთ რაიმე შერჩეული დიეტა წონაში დასაკლებად?

პასუხი
- ჩვენ ქვემოთ მოგიყვანთ დღის განმავლობაში რეკომენდებული პროდუქტების რაოდენობას, მათი განაწილება თქვენთვის მოგვინდია. ალბათ იოლად მოახერხებთ.
სამკურნალო დიეტის დანიშვნისას პირველად ინიშნება დიეტა, რომელიც 1750-1800 კკალ მოიცავს. თუ აუცილებლად თვლით, შეგიძლიათ კალორიები კიდევ უფრო შეზღუდოთ.
1800 კკალ შეიცავს :
უცხიმო ხორცი – 150-200გ;
თევზი – 100 გ;
ხაჭო – 100-200გ;
ერთი კვერცხი;
მცენარეული ცხიმი – 25გ;
ცხოველური ცხიმი – 20გ;
თეთრთავიანი კომბოსტო – 300-400 გ;
კარტოფილი – 200გ;
პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 300-400 გ;
ვაშლი – 200 გ;
რძე – 300-400 გ;
არაჟანი – 15-20 გ;
პური – 100-150გ;

1200 კკალ შეიცავს:
უცხიმო ხორცი – 150-200გ;
თევზი – 100 გ;
ხაჭო –100გ;
ერთი კვერცხი;
მცენარეული ცხიმი – 15გ;
ცხოველური ცხიმი – 15გ;
თეთრთავიანი კომბოსტო – 200-250 გ;
კარტოფილი – 200გ;
პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 200-300 გ;
ვაშლი – 200 გ;
რძე – 200-300გ;
არაჟანი – 10-15გ;
პური – 0გ;

800 კკალ შეიცავს:
უცხიმო ხორცი – 100გ;
თევზი – 100 გ;
ხაჭო – 100გ;
ერთი კვერცხი;
მცენარეული ცხიმი – 10გ;
ცხოველური ცხიმი – 10გ;
თეთრთავიანი კომბოსტო – 150-200 გ;
არტოფილი – 100გ;
პამიდორი, კიტრი და სხვა ბოსტნეული – 150-200გ;
ვაშლი _100 გ;
რძე – 200გ;
არაჟანი – 10გ;
პური – 0გ
ჭარბი პურის კალორიულობის გასანეიტრალებლად ადამიანმა სულ ცოტა 45-50 წუთი უნდა იაროს, ნახევარი კგ ცხიმის დასაკარგად გაიაროს 232 კმ ან ირბინოს 69 კმ. ამ მონაცემების მიხედვით ფიზიკურ აქტივობას სიმსუქნის მკურნალობის სქემაში თავისი ადგილი უკავია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად