რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- მაწუხებს შეკრულობა, ოღონდ ყოველთვის არა, ცოტა უხერხული კითხვა უნდა დავსვა, როდესაც საპირფარეშოში სიგარეტს ვეწევი, ოვულაცია ხდება ძალიან თავისუფლად, თითქმის მთელი ნაწლავები იცლება, დღეში რამდენჯერაც არ უნდა შევიდე საპირფარეშოში, თუ სიგარეტს ვეწევი, ყოველთვის მოქმედებს კუჭი, თან თავისუფლად. თუ სიგარეტს არ ვეწევი, ისე მიჭირს კუჭში გასვლა. ხომ ვერ ამიხსნით ამას, რისი ბრალია?
პასუხი
- თქვენ უნდა გეთქვათ დეფეკაცია და არა ოვულაცია, ოვულაცია არის კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხიდან. თამბაქო შეიცავს ნიკოტინს, ნიკოტინი არის ნიკოტინორეცეპტორების სტიმულატორი. ამ რეცეპტორების სტიმულირება ხელს უწყობს დეფეკაციას. ეს ყოველივე ნამდვილად არ არის იმის დასტური, რომ ადამიანი უნდა ეწეოდეს. მოწევა, რა თქმა უნდა, მავნებელია.