6 აპრილს ბავშვს გამოაყარა მხოლოდ მუცელზე, ზურგზე ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
02-05-2018

-გამარჯობათ 6 აპრილს ბავშვს გამოაყარა მხოლოდ მუცელზე, ზურგზე და ენაზე ჟოლოსებრი გამონაყრით, სიცხე არ ჰქონია, ექიმმა ქუნთურუშააო, ვიმკურნალეთ ანტიბიოტიკით, ანალიზებიც გავუკეთე რაც საჭიროა ქუნთრუშას შემდეგ და კარგი პასუხი აქვს, კანი ასძვრა მხოლოდ თითის ბალიშებზე.. 29 აპრილს ისევ ასტკივდა ყელი(დაწითლებული აქვს) , გამონაყარი აქვს მხოლოდ ენაზე, ისევ ჟოლოსებრი, სიცხე არც ამ შემთხვევაში აქვს, ჯირკვლებიც შესიებული,ბავშვი აქტიურია, მაინტერსებს ისევ ქუნთრუშაა? ან რა შეიძლება იყოს? პედიატრმა ისევ ანტიბიოტიკი დაუნიშნა... მადლობა

პასუხი
- ქუნთრუშის დროს მნიშვნელოვანია პირის ღრუს მოვლა-სანაცია. თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეუძლია ყელში გამოვლება, პროცედურა უნდა ჩატარდეს ყოველი კვების შემდეგ და კვებათა შორის შუალედში, დღეში 6-8-ჯერ. ეს მით უფრო აუცილებელია, როდესაც ნუშურა ჯირკვლებზე შეინიშნება ჩირქოვანი საცობები. სავლებად შეიძლება გამოიყენოთ სოდიანი ხსნარი (1 ჩაის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე), ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო ბალახების (გვირილის, ორკბილას, ევკალიპტის და სხვ.) ნაყენი. ამ სამკურნალო ღონისძიებების შედეგად ერთ კვირაში ბავშვი მომჯობინდება - ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, თავისა და ყელის ტკივილი გაივლის, დაუბრუნდება მადაც. ამ დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა. სინამდვილეში მას ჯერ კიდევ სჭირდება გაძლიერებული ყურადღება, განსაკუთრებული რეჟიმი, მოვლა და მკურნალობის ბოლომდე მიყვანა. 

შესაძლოა, დაავადება “შემობრუნდეს”, თანაც პირვანდელზე მძიმედ. მეორე კვირას ბავშვის კანი აქერცვლას იწყებს, ჯერ - კისერსა და ყურებზე, შემდეგ - წელზე, ხელ-ფეხზე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს კანი ახალი კარტოფილივით იფცქვნება. ზოგიერთს აქერცვლა მხოლოდ თითის ბალიშებზე აღენიშნება. თუმცა ასეთი უმნიშვნელო აქერცვლაც კი საკმარისია, რომ ქუნთრუშა ვიეჭვოთ. თუ მომჯობინების მეორე კვირას ტემპერატურამ ისევ მოიმატა, დროულად გამოიძახეთ ექიმი. დღეს ქუნთრუშის განმეორებითი შემთხვევები იშვიათი არ არის. ქუნთრუშის მეორე ტალღა ემუქრება დასუსტებულ ბავშვებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად