,პირველ რიგში მადლობა გაცემული პასუხებისთვის.ბაზალ... | ქალი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ქალი

კატეგორია - ქალი

21-04-2018

-გამარჯობა,პირველ რიგში მადლობა გაცემული პასუხებისთვის.ბაზალური ტემპერატურა რა ფაზაში რამდენი უნდა იყოს?გთხოვთ ლინკს ნუ ჩამიგდებთ ბევრგან წავიკითხე და მაგან უფრო ამრია,ასევე სწორად როგორ გავიზომო?დილით გაზომვამდე ადგომა და მკვეთრი მოძრაობების გაკეთება ვიცი რომ არ შეიძლება,მაგრამ ლაპარაკი თუ შეიძლება?ერთჯერადად გავიზომე მენსტრუაციის მოსვლის დღეს და 36.5 მქონდა ნორმალურია თუ ერთჯერადად გაზომილს არააქვს აზრი?მადლობა წინასწარ და ბოდიში ამდენი შეკითხვისთვის

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ნინო დავიდოვა 

- ბაზალური  ტემპერატურა მენსტრუაციული ციკლის ფაზების მიხედვით იცვლება. პირველ ფაზაში - მენსტრუაციის მოსვლიდან, საშუალოდ, პირველი 14 დღე - ტემპერატურა არის 36.5-36.6, ხოლო მეორე ფაზაში - შემდეგი 14 დღე - ტემპერატურა მატულობს 37.3-37.4-მდე  და გრძელდება 10 დღე. ტემპერატურის სწორად გაზომვისთვის, როგორც თავად აღნიშნეთ, არ უნდა გააკეთოთ მოძრაობები, საუბარი შეიძლება. ერთჯერადად გაზომვა არაინფორმაციულია, თუმცა მენსტრუაციის პირველი დღისთვის 36.5 ნორმალურია, საჭიროა ტემპერატურა გაიზომოთ 1 თვის განმავლობაში ყოველ დილით, მხოლოდ ამ  შემთხვევაში  მეტ-ნაკლებად შეგექმნებათ წარმოდგენა სასქესო ჰორმონების ფუნქციონირების შესახებ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად