რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- დედაჩემს დაუდგინეს კოქსართროზი. დაუნიშნეს ეს წამლები. თუმცა თქვენს სტატიაში კოქსარროზის დროს ეს წამლები ვერ ვნახე დანიშნულებაში რასაც ექიმი წერს, დაუნიშნა ექიმმა ეს წამლები და იქნებ მიპასუხოთ არის თუ არა ეს წამლები ეფექტური? დონა, ლოზამინ პლიუსი, ლანზედინი, ნოფლამილი.
პასუხი
- თავდაპირველად გეტყვით, რომ ჩვენს სტატიებში ძირითადად მითითებულია წამლების ჯგუფი და რამდენიმე დასახელება, რომელიც ინიშნება ამა თუ იმ დაავადების დროს. დონა და ლოზამინ პლუსი, ორივე არის ბოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი (ბადი) , რომელთა ინსტრუქციაში მითითებულია, რომ ხელს უწყობენ ხრტილოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლას და შესაბამისად ხრტილის რეგენერაციას. ბადების ეფექტურობაზე ჩვენ ინფორმაციას არ ვფლობთ. ლანზედინი_ არის კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის საწინააღმდეგო საშუალება. ეს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს თქვენს შემთხვევაში, რადგან კოქსართროზის სამკურნალო პრეპარატები კუჭს აღიზიანებს და ვისაც კუჭის პრობლემა აქვს, აუცილებლად სჭირდებათ დამატებით სპეციალური მკურნალობის დანიშვნა. ნოფლამილი- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც ინიშნება სახსრებში არსებული ანთებითი დაადებების დროს. ასე, რომ წამლები კი არის სწორად დანიშნული, მაგრამ მათი მოქმედების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შორსწასულია კოქსართროზი.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი