მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე შინაურული... | ხალხური საშუალებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ხალხური საშუალებები
11-04-2018

-მოგესალმებით, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე შინაურული/ ხალხური საშუალება, გასტრიტისა და შეკრულობისათვის, რომელიც დიდი ხანია მაწუხებს და ექიმის დანიშნულ წამლებს თითქმის არანაირი შედეგი მოაქვს. მადლობა წინასწარ.

პასუხი
-გთავაზობთ ჩვენთან შემოსული სამკურნალო წერილებიდან ამონაკრებს:
• აიღეთ 2 სადილის კოვზი ხორბლის ქატო, დაასხით 1 ჭიქა ცხელი რძე, 30-40 წუთს შეფუთული გააჩერეთ. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა მიირთვათ ყოველ დილით, უზმოზე, 1 თვის განმავლობაში.
• 2 სუფრის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
• უმი სტაფილოს, ისპანახისა და ჭარხლის წვენების ნარევი საუკეთესო საშუალება ყოფილა ყაბზობის სამკურნალოდ. წვენები ახალგამოწურული უნდა იყოს. მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე, დღეში 2-3-ჯერ, თითო ჩაის ჭიქა. აქედან ნახევარი სტაფილოს წვენი უნდა იყოს, ნახევარი კი ისპანახისა და ჭარხლისა.
აიღეთ 1 ს.კ. დაფქული წიწაკა, შეურიეთ 2 ს.კ. მცენარეულ ზეთს და დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში. გამოიყენეთ სახსრების ტკვილის, ნევრალგიის, რადიკულიტის დროს. ეს ზეთი შეიძლება მიიღოთ შინაგანადაც, თუ ყაბზობა გაწუხებთ - 10-20 წვეთი ჭამამდე. ბუასილის მკურნალობაში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება დიეტას. მისი მიზანია კუჭის მოქმედების ნორმალიზაცია, დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს საკმაო ოდენობის (2-3 ლიტრ) სითხეს და პროდუქტებს, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნაწლავის პერისტალტიკაზე: შავ პურს, უმ ხილსა და ბოსტნეულს, შავ ქლიავს, შვრიის, წიწიბურას, ქერის ბურღულს. თეთრი, რაფინირებული ფქვილის, მოუხდელი რძის ნაწარმს უმჯობესია ერიდოთ. სამაგიეროდ, რძის მჟავე, ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით გამდიდრებული პროდუქტები შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.
ნაწლავის მოტორულ აქტივობას აძლიერებს მინერალური წყალი. რეკომენდებულია მაგნიუმისა და სულფატის იონების შემცველი ნაირსახეობანი. სვით ოთახის ტემპერატურისა, თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
რაც შეეხება გასტრიტის მკურნალობას, ეს დამოკიდებულია მჟავიანობაზე. მომატებული მჟვიანობის დროს მკურნლობა სხვაგვარად მმაინარეობს, ხოლო მომატებული მჟავიანობის დროს კი - სხვა მეთოდებით.
გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით.

ა) 2-3 ს.კ. კრაზანას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 2-3 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში. კურსი - 2 კვირა.

ბ) ოდნავ შეათბეთ კომბოსტოს წვენი და მიიღეთ დილით ½ ჭიქა 30 წუთით ადრე ჭამამდე დღეში ერთხელ. კომბოსტოს წვენი შეინახეთ მაცივარში არა უმეტეს 2 დღე-ღამე.
კურსი - 1 თვე.
გასტრიტი მომატებული მჟავიანობით.

ა) დღეში ერთხელ დალიეთ უზმოზე ½ ჭიქა ახლადდაწურული სტაფილოს წვენი. კურსი - 1 თვე.

ბ) გახეხეთ კარტოფილი, გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე დღეში 3-ჯერ ½ ჭიქა, რის შემდეგაც 30 წუთით წამოწექით. მკურნალობის კურსი - 10 დღე.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტური კვება აუმჯობესებს ნაწლავის პერისტალტიკას და უზრუნველყოფს მის დროულ დაცლას;
წონის კორექციის მსურველებს დიეტოლოგები რამდენიმე რჩევას აძლევენ - არ შეიძლება ისეთი აბებისა თუ
მკვლევარებმა შეადარეს ეფექტი, რომელსაც დაბალი და მაღალი ენერგეტიკული სიმკვრივის პროდუქტები მადასა
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად