რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ დაკავებული აქტიური სპორტით. ხშირად ვარჯიშის შემდეგ, მკივდება მუცელი. ჩემი დაკვირვებით ეს ხდება წყლის დალევის შემდეგ. ტკივილსაც ისეთი ელფერი აქვს, თითქოს კუჭი რაღაცნაირად გამომირეცეხეს. ვიყავი თენგო თელიასთან, მეორე ცნობილ გასტროენტეროლოგთან, გვარამაძე თუ ამგვარი გვარი ჰქონდა, ჩავიტარე ძვირადღირებული კვლევები და ანალიზები, საერთო ჯამში, ალბათ ერთი 1500 ლარის ღირებულების. დიაგნოზი მაინც არ მაქვს, არ ვიცი რა მჭირს ან რისი ბრალი შეიძლება იყოს. ფაქტია, რომ მკაცრად ვარჯიშის ან მომდევნო დაღლილობის ფონზე ვითარდება ყოველთვის, ბოლო 2 წლის მანძილზე. რაღაც პერიოდის, ანუ რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ, თავისით ქრება ტკივილი.
პასუხი
- საინტერესოა რა კვლევები გაქვთ ჩატარებული და რა შეეგებით, გარდა ამისა, რა მიდამოში ლოკალიზდება ტკივილი და წყლის მიღებიდან რამდენი ხნის შემდეგ ვითარდება იგი. ეს ყველაფერი საჭიროებს გადახედვას, შესაძლოა ამის მიზეზი სულაც არ იყოს გასტორენტეროლოგიური პათოლოგია და მიზეზები სხვა ორგანოებში და სისტემებში იმალებოდეს. ჩვენ ის შეგვიძლია გირჩიოთ, რომ მიმართეთ თქვენი გამოკველევებით, პირველ რიგში ზოგადი პროფილის კვალიფიციურ ექიმს (თერაპევტს, ოჯახის ექიმს), რომელიც ჩატარებული კვლევების, თქვენი ჩივილის, გენეტიკური განწყობის, მათ შორის ეროვნული მიკუთვნებულობის გათვალისწინებით, ამოიცნობს თქვენი ჩივილის ჭეშმარიტ მიზეზებს. გისურვებთ წარმატებებს.