კითხვა-პასუხი - ჰემატოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰემატოლოგია
კატეგორია - ჰემატოლოგია
22-03-2018
-გამარჯობათ.მყავს 3,7წლის გოგონა. დაახლოებით 2 თვის წინ ხელზე იდაყვიდან მაჯამდე შიდა მხარეს გაუჩნდა წითელი წინწკლები კანქვეშ,წვრილი ძალიან დაახლოებით ჭორფლის მაგვარი.პედიატრთან მივიყვანე მაშინვე და კალცი და ასკორუტინი დაუნიშნა და ანალიზი სისხლის.ესენი ძალიან მალე ალბათ 4 დღეში გაუქრა.სისხლის ანალიზში არაფერი იყო და ექიმმა სანერვიულო არ არისო.კიდევ რევმატიზმისთვის გავუკეთეთ 3 ანალიზი და გულზე კარდიოგრამა.ანალიზები აქაც კარგი იყო.კარდიოგფამამ კი ცოტა არითმია არისო ყელს დააბრალა.ყელყურსაც ვანახეთ და გლანდებიდან მოდისო.მას შემდეგ ამ ორი თვის მანძილზე თითქმის ყოველ დღე ვაკვირდები მთელ სხეულზე და ისეთი მაშტაბით აღარ გაჩენია.თუმცა შევამჩნიე ორჯერ იღლიის ცოტა ქვემოთ ტანზე თვითონ იღლიასთან არა თამაშში შემდეგ ნაკაწრივით მაგრამ ისევ ისეთი წინწკლები ვით იყო ოღონდ გაფხაჭნულივით კანის გაუხევად.ჩემი მაზლი ეთამაშებოდა გაგაფრენო და ზუსტად იმ ადგილას ეკიდა ხელი და ჩავთვალე ეტყობა ძაან მოუჭირა და სუსტი კანი აქვს თქო.მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ საშიში ხომ არ არის რაიმე სხვა გამოკვლევა ხომ არ უნდა ჩავიტარო?ან ნორმალურია ასე რომ აჩნდება ხელის მაგრად მომაკიდებინე?მაშინ პირველად რომ გაუჩნდა ხელზე წინა დღით ვაბანავე და შესაძლოა მაჩაბლის ძლიერ მოვისვი და იმიტომ დააჩნდა?ხო კიდევ ხანდახან წითელი პატარა ხალივით უჩნდება სახეზე და 2 დღეში ქრება თვალს ქვემოთ თბილ ადგილას.დამატებით რაიმე გამოკვლევას ხომ არ მირჩევთ?მეშინია სისხლის დაავადება არ ქონდეს რამე.ქუთაისში ვცხოვრობ და თბილისში ჩამოყვანას ადვილად ვერ ვახერხებ.მაშინ ექიმმა მითხრა კამპოტი ხომ არ დაგილევნებია შეიძლება ასპირინს გამოეწვიაო.კამპოტი ნამდვილად მივეცი წინა ღამით მაგრამ მეეჭვება ასპირინი იმიტომ პავიდლოსაც ვუშვებდი ასპირინს თუმცა ადრე პავიდლოსაც ჭამისას არ დამართნია ასე.ხო კიდე ჭიაზეც ვუმკურნალე 2 კვირის უკან ჭია ყავდა soterob vermic ასეათი ჭია ამოუვიდა.ბოდიშით ამხელა შეკითხვის თვის და ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ.
პასუხი
-წერტილოვანი სისხლჩაქცევების განვითარებას რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგალითად, ასპირინის რეგულარული მიღება (რაც თქვენ გამორიცხეთ), ც ვიტამინის დეფიციტი , ვასკულიტი, კანის ფერი-თუ ღია ფერის, თხელი კანი გაქვთ, მათზე გაცილებით ხშირად აღმოაჩენთ სისხლჩაქცევებს, მზეზე ხშირად გარუჯვა (ალბათ ეს უკანასკნელიც გამორიცხულია). პედიატრმა დასახელებული პათოლოგიები თ გამორიცხა, მაშინ შეიძლება მიზეზი თხელი, სათუთი კანია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,