ვარ 21 წლის 150სმ სიმაღლის, 60 კილო და მსურს დაკლ... | დიეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დიეტოლოგია

კატეგორია - დიეტოლოგია

19-03-2018

- ვარ 21 წლის 150სმ სიმაღლის, 60 კილო და მსურს დაკლება. ვცდილობ ვიკვებო ცილოვანი პროდუქტით და ბოსტნეულით. ცომეულს არ მივირთმევ, ტკბილეულს ძალიან იშვითად. ასევე ვვარჯიშობ კვირაში 4-ჯერ, ერთი საათი და საღამოობით ვერიდები ჭამას. მაინტერესებს, თქვენი აზრით, ასეთი კვებით რამდენ ხანში შევძლებ 5-7 კილოს დაკლებას?ასევე, დროგამოშვებით ძალიან მინდება თხილი და 100 გრამამდე რომ ვჭამო კვირაში ორ-სამჯერ, ძალიან შეუშლის კლებას ხელს?მადლობა წინასწარ

პასუხი
გპასუხობთ "დიაბეტის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრი - დიაკორის" ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, თამარ კახნიაშვილი

-რეკომენდებულია განისაზღვროს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე და დადგინდეს ინდივიდუალურად თქვენი ნივთიერებათა ცვლის მიხედვით რამდენი კალორია გესაჭიროებათ დღიურად წონის დასაკლებად, როგორც მოსვენების მდგომარეობაში, ისე ფიზიკური აქტივობისას. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა ორგანიზმისთვის სასიცოცოხლო მნიშველობა აქვს როგორც ცილების, ასევე ნახშირწყლებისა და ბოსტნეულის მიღებას, ნივთიერებათა ცვლის გათვალისწინებით. რაც შეეხება თხილს, ის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა საკმაოდ კალორიული- 100 გრამი თხილის კალორიულობა აღემატება 500 კკალორიას.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად