ვარ 27 წლის,მყავს 3 თვის პატარა. ბოლო ერთი თვეა მ... | ნეფროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნეფროლოგია

კატეგორია - ნეფროლოგია

16-03-2018

-გამარჯობათ, ვარ 27 წლის,მყავს 3 თვის პატარა. ბოლო ერთი თვეა მაწუხებს წნევები 140-170 . აქამდეც და ორსულობაზეც მქონდა ნორმალურად 70-110. წნევის დამწევები თითქმის არ მშველის,ძალიან ცოტათი მიწევს.გადავიღე ეხოსკოპია თირკმელებზე.მაქვს მარჯვენა თირკმლის ზედა პოლუსი დიაფრაგმიდან დაშორებული 5,8 სმ-ით და მარცხენა თირკმელი დილატირებულია 5-6მმ-მდე . იმის მიხედვით რომ ბავშვს ვაჭმევ ძუძუს ხელოვნურ საკვებთან ერთად დამინიშნა მხოლოდ ბურგეონი და თირკმლის ჩაი.მითხრა რომ თუ წნევები არ დამირეგულირდება შესაძლებელია დამჭირდეს თირკმლის პლასტიკური ოპერაცია.მაინტერესებს ეს პრობლემა შესაძლებელია თუარა მედიკამენტურად მოგვარდეს და რამდენად გამართლებულია ოპერაცია.( 4 წელია უკვე პერიოდულად ვმკურნალობ თირკმლზე, მქონდა მწვავე ანთება და ასევე დაწევაც, მაგრამ წნევა აქამდე არასდროს მქონია მასეთი.)

პასუხი
პასუხობს არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი უროლოგი, ანდროლოგი გიორგი ნადარეიშვილი

- თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე გაუგებარია რა დიაგნოზი გაქვთ და რა სახის ოპერაციაზეა საუბარი. თირკმლის დაწევა არ იწვევს ყოველთვის არტერიული წნევის  ციფრების მომატებას, უფრო დეტალური გამოკვლევა მოიცავს თირკმლების სისხლძარღვთა დოპლეროგრაფიას, თირკმლების რენტგენოგრაფიას, ასევე, შარდის საერთო ანალიზ, კრეატინინისა და შარდოვანას განსაზღვრას სისხლში. თქვენი დანიშნულება  ინიშნება  როგორც ანთებითი პროცესის, ასევე, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ამიტომ ზუსტი პასუხისთვის საჭიროა სრულყოფილი გამოკვლევა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად