. ვარ 21 წლის გოგო, 2 თვის წინ, მეტროში უეცრად გა... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

13-03-2018

-გამარჯობა. ვარ 21 წლის გოგო, 2 თვის წინ, მეტროში უეცრად გავხდი ცუდად, თითქოს გული მიმდიოდა, მაგრამ მალევე გამიარა, ცოტა ხანში ისევ გამიმეორა. იმ დღეს ისევ ჩვეულებრივად ვიყავი. შემდგომ დამეწყო პირის სიმშრალე, გულის აჩქარება, უმადობა, წყალიც კი არ მინდოდა,ტემპერატურამაც ამიწია. სასწრაფოს ექიმმა ნერვულია ეს ყველაფერიო მითხრა. მაგრამ გამიგრძელდა სიმპტომები, დაახლოებით 4-5 დღის შემდეგ სასწრაფოთი წამიყვანეს და 4 გადასხმა გამიკეთეს, ერთი კალიუმიანი. შემდეგ ფარისებრიც გამომიკვლიეს და ნორმაშია ყველაფერი. კარდიოლოგთანაც ვიყავი, კარდიოგრამამ სინუსური არითმია აჩვენა, ეხოკარდიოგრამამ_ექსტრასისტოლები,მითხრეს ვირუსული ინფექციის ბრალიაო. კარდიოლოგმა ანაპრილინი დამინიშნა, ძალიან რომ აგიჩქარდება გული მაშინ დალიეო. კალიუმის ანალიზიც ჩავიტარე და ნორმაშია. მაგრამ ბოლო ხუთი დღეა თავის არეში ძლიერ მოწოლას ვგრძნობ, ასევე ,საფეთქლებთან, სახის მიდამოებში(უმეტესად ცხვირთან), ასევე ვგრძნობ ტკაცუნსაც სახისა და თავის არეში, მიგუბდება ყურებიც. გული ისევ მიჩქარდება, მაგრამ ისე ძალაინ აღარ. ძილითაც ცუდად მძინავს ეს 2 თვეა. ღამე რამდენჯერმე მეღვიძება. ზოგადად,ჭარბოფლიანობაც მაწუხებს. იქნებ მითხრათ რა მჭირს და გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო,თორე ასეთ მდგომარეობაში გარეთ ძლივს დავდივარ.

პასუხი
- რადგან ფარისებრი ჯირკვალი ნორმაშია (ჰორმონების ანალიზიც და ექოსკოპიურადაც)  და კარგიოლოგიურად ჯანმრთელი ბრძანდებით (რაც კარდიოლოგმა დაადასტურა), მიმართეთ ოჯახის ექიმს,  გაიკეთეთ სისხლის საერთო ანალიზი, სისხლის ანალიზი გლუკოზას (შაქრის) დონის გასარკვევად (უზმოდ და ჭამის შემდეგ), შეამოწმეთ რამდენი გავთ არტერიული წნევა და თუ ყოველივე ეს ნორმაში აღმოჩნდება და თან მენსტრუალური ციკლიც ნორმალურად გავთ, მაშინ გირჩევთ მიმართოთ ფსიქონევროლოგს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ. შიშს იწვევს კლიმაქსის თანმხლები უსიამოვნო მოვლენები.
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად