..ვარ 4 თვის ორსული.არის მესამე ორსულობა .ორი ფიზი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

27-02-2018

-გამარჯობათ..ვარ 4 თვის ორსული.არის მესამე ორსულობა .ორი ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე..და დაახლოებით 2 წელია მხედველობის პრობლემა მაქვს..-2,75 და მეორე თვალში.აუცილებელია თუ არა საკეისრო?ან რამდენად სარიკოა ბუნებრივად მშობიარობა? ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-აუცილებელია, წინასწარ შეფასდეს მხედველობის ორგანოს, განსაკუთრებით კი ბადურას მდგომარეობა. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, კონსულტაცია გავიაროთ ორსულობის მე-10-14 კვირას.
მაღალი ხარისხის მიოპია (ზოგჯერ -საშუალო ხარისხისაც) საკეისრო კვეთის ჩვენებად განიხილება. გარდა ამისა, როდესაც მშობიარე არასწორად იჭინთება, თვალებზე დატვირთვა განსაკუთრებით იმატებს.
აუცილებელია თვალის ფსკერის დათვალიერება გაგანიერებული გუგით. თუ გამოკვლევამ არავითარი გადახრა არ აჩვენა, განმეორებითი კვლევა უნდა ჩაიტაროთ ორსულობის ბოლოს -32-36-ე კვირას.
ახლომხედველებს  ოფთალმოლოგები ურჩევენ, ყოველთვიურად გაიარონ კონსულტაცია.
დიაგნოსტიკის დროს განისაზღვრება არა მარტო რეფრაქციის ხარისხი, არამედ ბადურას მდგომარეობაც -ხომ არ არის მასზე დეგენერაციული ცვლილებები ან ნახეთქები.
იზომება თვალშიგა წნევაც.
საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ჩვენებაა ბადურას დისტროფიული ცვლილებები. თუ ქალი ახლომხედველია ან თვალის ფსკერზე ცვლილებები აქვს, მშობიარობის დროს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო ბადურას აშრევების რისკი იმატებს.
თუ მიოპიას გართულებებიც ახლავს თან, მაგალითად, ბადურას დეგენერაციული ცვლილებები, რისკის გაწევა არ ღირს, ჯობს მაინც საკეისრო კვეთა ჩატარდეს.
მშობიარობა რეკომენდებული არც მაშინ არის, თუ ქალს თვალის ბადურა გარსზე ოპერაცია აქვს გადატანილი.
თუმცა, ხშირად მაღალი ხარისხის ახლომხედველობის დროს ბადურა სტაბილურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია, მასზე არ შეინიშნება ნახეთქები, პროგრესირებადი დისტროფიული ცვლილებები. ხდება პირიქითაც -მსუბუქი ახლომხედველობის დროს, რომელიც არ აღემატება 1-3 დიოპტრს, თვალის ფსკერზე დისტროფიული კერები ჩნდება. აქედან გამომდინარე, მშობიარობის მეთოდის არჩევა უნდა მოხდეს ორსულობის ბოლოს, მეანსა და ოფთალმოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად