როგორ უნდა გავიგო სახლის პირობბებში ბრტყელტერფიანი... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

26-02-2018

-როგორ უნდა გავიგო სახლის პირობბებში ბრტყელტერფიანი ვარ თუ არა ? მთელი ცხოვრება არ ვიყავი და ბოლოს ექიმმა რომ დამხედა ბრტყელ ტერფიანი ხარო და როგორ უნდა გავიგო ?

პასუხი
-შეძენილი ბრტყელტერფიანობაც არსებობს, რომელმაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. არსებობს ასეთი მეთოდი: აიღეთ სუფთა ფურცლი და იატაკზე დადეთ. ტერფებზე წაისვით ცხიმოვანი კრემი და ამ ფურცელზე დადექით. ეცადეთ, ტანი სწორად გეჭიროთ, ფეხები კი მიტყუპებული გქონდეთ, რათა სხეულის სიმძიმე ორივე ფეხზე თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე ფეხების ანაბეჭდი დარჩება.
ამის შემდეგ აიღეთ ფანქარი და სახაზავი და ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარის ყველაზე გამოწეული წერტილები სწორი ხაზით შეაერთეთ. შემდეგ მონიშნეთ ტერფების ჩაღრმავების ყველაზე ღრმა ადგილი და ამ წერტილიდან გავლებული ხაზების პერპენდიკულარული სწორი ხაზი გაავლეთ. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გავლებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ტერფი ნორმალურია; თუ ეს მონაკვეთები ტოლია, ბრტყელტერფიანობა აშკარაა.
მაგრამ მოზრდილებში დიაგნოსტიკისთვის რენტგენოდიაგნოსტიკას და კომპიუტერულ გამოკვლევას ატარებენ .
ასევე, ბრტყელტერფიანობის პირველი ნიშნებია ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულის და დიდხანს დგომისას, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. ტერფი წაგრძელებულია, მისი წინა ნაწილი შიგნით არის შებრუნებული, ქუსლი კი გარეთ არის მიქცეული.
დიაგნოსტიკისთვის უნდა მიმართოთ ტერფის სპეციალისტს, ორთოპედ-პოდიატრს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად