რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ონკოლოგია
კატეგორია - ონკოლოგია
commerce
19-02-2018
გამარჯობათ.ვარ 33 წლის მამაკაცი, ორივე ფეხზე გამომივიდა პატარა ზომის მოყავისფრო ხალები, მუხლსუკან სახსარში. მარცხენა ფეხზე ხალის მიმდებარედ ხანდახან მაქვს ჩხვლეტის და დაჭიმულობის შეგრძნება. უფრო დიდი ზომის და უფრო მუქი თანდაყოლილი ხალი მაქვს კისერში. არის თუ არა მიზანშეწონილი თანდაყოლილი ხალის მოწვა? ასევე ფეხებზე არსებული ხალების მოკვეთა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე? (ექიმმა ვიზუალური დათვალიერებით მირჩია ფეხებზე არსებული ხალების მოკვეთა რაიმე კვლევის გარეშე, ხოლო კისერში არსებული თანდაყოლილი ხალის მოწვა. ოღონდ არ მითქვამს რომ თანდაყოლილი იყო) სურათები თან ერთვის. რას მირჩევთ?
პასუხი
- ხალების მოშორების შესახებ ექიმის გადაწყვეტილება შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ მდებარეობას - როცა ხალი ადვილად ღიზიანდება ოფლიანობის, მოძრაობის, ჰიგიენური წესების დაცვისას, ის ყოველთვის რისკ-ფაქტორს წატმოადგენს და ექიმები მის მოშორებას ამჯობინებენ ხოლმე. ამ სურათების მიხედვით ხალს რაიმე საშიშს ჩვენ ვერ ვატყობთ და ზეპირად ვერც ვერვაინ გეტყვით რამეს. ზოგადად, ხალების მოსაშორებლად უნდა მიმართოთ ონკოდერმატოლოგს, ჩაიტაროთ ციტოლოგიური კვლევა და მერე მოიკვეთოთ ან მოიწვათ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის