მყავს 2 წლის ბიჭი, არის ზედმეტად ნერვიული (თუ რაი... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

26-06-2010

- მყავს 2 წლის ბიჭი, არის ზედმეტად ნერვიული (თუ რაიმე უნდა, ყველაფერს წუწუნით ითხოვს). მაინტერესებს, მისთვის დამაშვიდებლის მიღება გამოასწორებს სიტუაციას თუ არა? და შეიძლება საერთოდ თუ არა?

პასუხი
- თუ ატყობთ, რომ ბავშვი ზედმეტად ნერვიულია, მაშინ გირჩევთ მიიყვანოთ იგი ბავშვთა ნევროლოგთან, რათა ობიექტურად შეფასდეს მისი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. 
ცნობისათვის გეტყვით, რომ როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, 2,5-4 წლის ასაკში ბავშვს კრიზისული პერიოდი აქვს. ეს კრიზისი აისახება ფსიქიკაზეც და მის ფიზიკურ განვითარებაზეც (ფიზიკურ კრიზისზე მიგვანიშნებს ორგანიზმის სწრაფი ზრდა). ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესია, მაგრამ დიდ ნებისყოფასა და მოთმინებას მოითხოვს მშობლებისგან. ზოგჯერ სრულიად მშვიდი და დამჯერი ბავშვებიც კი ამ პერიოდში მკვეთრად იცვლიან ხასიათს: ხდებიან ჯიუტები, თავნებები და არც თუ იშვიათად დესპოტურ თვისებებსაც ავლენენ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი რთული პერიოდი 2,5-დან 4 წლის ასაკამდე გასტანს. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ურთიერთობისას რამდენიმე რჩევას გაითვალისწინებთ:

- მიეცით პატარას მეტი თავისუფლება - ნუ ჩაერევით მის საქმეში, როცა ამას თავად არ გთხოვთ (მაგალითად, ნუ დაეხმარებით ტანსაცმლის ჩაცმაში, თორემ აუცილებლად გაგიწევთ წინააღმდეგობას);
- გახსოვდეთ, რომ ბავშვი გამუდმებით ცდის თქვენს ხასიათს – აინტერესებს, დილას რომ რაღაც დაუშალეთ, საღამოსაც დაუშლით თუ არა იმავეს, ამიტომ მტკიცე ხასიათი უნდა გამოიჩინოთ (ოჯახის ყველა წევრმა) ისეთი აკრძალვების დროს, სადაც დათმობა არ შეიძლება (მაგალითად, მან მკაცრად უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება ცხელ ქურასთან მიახლოება, ქუჩის სავალი ნაწილიდან გადარბენა დედიკოს გარეშე და ა. შ.);
- როცა პატარა მეტისმეტად გაჯიუტდება, ეცადეთ ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ;
- როცა ბავშვი ბრაზობს, მას ისტერიკა აქვს და ამ სიტუაციაში აზრი არ ექნება დარიგებას – აჯობებს, ეს იმ დროისთვის გადადოთ, როცა პატარა დამშვიდდება.
- თამაშით უფრო იოლად გააკეთებინებთ ბავშვს იმას, რაც გსურთ – მაგალითად, თუ არ ჭამს, ნუ დააძალებთ, შესთავაზეთ, რომ ერთად აჭამოთ დათუნიას, მერე კი უთხარით, რომ დათუნიას სურს, ერთი ლუკმა მან ჩაიდოს, ერთი – ბავშვმა. ასე თამაშ-თამაშით ნებისმიერ მიზანს მიაღწევთ.
- ხშირად აღნიშნეთ, რომ თქვენი შვილი უკვე დიდია, ესაუბრეთ მას, როგორც თანატოლს, მოისმინეთ მისი აზრი.
- პატარა ყოველთვის უნდა გრძნობდეს, რომ გიყვართ მაშინაც, როცა ტირის და მაშინაც, როცა ჯიუტობს – ეს აუცილებელი პირობაა მასთან ურთიერთობის მოგვარებისა.
თუ ყველა ამ რჩევას გაითვალისწინებთ, კრიზისულ პერიოდს იოლად გადაიტანთ თქვენს პატარასთან ერთად.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად