, სახის კანზე დერმატოლოგთან ვიზიტის შემდეგ ( კანი... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

11-02-2018

-გამარჯობა, სახის კანზე დერმატოლოგთან ვიზიტის შემდეგ ( კანის ცენტრში) დამიდგინდა ესეთი დიაგნოზი - ვარდისფერი ფერიმჭამელა ( როზაცეა) დამინიშნეს ისეტი პრეპარატი, რომელიც ღვიძლზე იწვევს პირდაპირ რეაქციას, ( როაკუტანი კერძოდ), უკვე არაერთ დერმატოლოგს მივმართე ამ პრობლემით პერიოდულად მიცჰნდება სახის არეში წვრილი ვარდისფერი გამონაყარი, როგორც ამიხსნეს კანის ტკიპა უკვე ტვალის არეშიც განვითარებულია და ეს დაავადება ქრონიკულია, დამინიშნეს ასევე გარეგანი მოქმედების კრემები რომელიც მხოლოდ დროებით აგვარებს პრობლემას, ამ სახით ვერ ვახერხებ სამსახურში სიარულს, ეს მემართება პერიოდულად, არ არის მუდმივი, ვგრძნობ ქავილს, თუ შეიძლება რომ მითხრათ დეკლოსიდის მალამო რამდენად დაშვებულია სახის კანზე, მგონია რომ მაქვს კანის სოკო სახის კანზე, რომელიც იწვევს ქავილს და სიწითლეს, ან რა პრეპარატებით მკურნალობაა შესაძლებელი, ანტიჰისტამინურ საშუალებას ესლოტინს ვიღებ შინაგანი მოწესრიგებისთვის და გარეგანისთვის ბიოდერმას პროდუქციას,ასევე ელიდელის კრემს. გთხოვთ დამეხმარეთ, როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა თუ შეიძლება დავამატო რამე როგორ მოვიქცე, საოცარ სასოწარკვეთილებას ვგრძნობ. როაკუტანს არ ვიღებ, ვინაიდან ამეკრძალა ამ დროს დაფეხმძიმებაც და ვიცი რომ ორგანიზმს აშრობს და ანგრევს.

პასუხი

-ვარდისფერი ფერიმჭამელა ქრონიკული დაავადებაა და საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია მისი მკურნალობა. მას ხშირად მართლაც ტკიპა (დემოდექსი იწვევს). ინიშნება პირის დასაბანად სპეციალური საპნები, ლოსიონები, ინიშნება ანტიპარაზიტული საშუალებები და ანტიბიოტიკები, ასევე სიწითლის საწინააღმდეგო კრემები, ტოპ-საშუალებები, ანტიჰისტამინური საშუალებები, დიეტა და ა.შ. მკურნალობა აუცილებლად დერმატოლოგმა უნდა დანიშნოს პაციენტის გამოკვლევის შემდეგ. ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა ზედმიწევნით კარგად უნდა შეასრულოთ.

მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე >>>

https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/3972-zamthar-zafkhul-tsitheli-ckhviri.html

რაც შეეხება როაკუტანს, ის ინიშნება აკნეს რთული ფორმების დროს, მაშინ როდესაც სხვა მკურნალობა არ მოქმედებს. ამ პრეპარატს მართლაც აქვს გვერდითი მოვლენები, მაგალითად იწვევს კანისა და ლორწეოვანი გარსის სიმშრალეს. ამ პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობა დერმატოლოგმა უნდა დაადგინოს.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად