! მოკლედ ექიმთან ვერ მივდივარ და მაგიტომ გწერთ თქვ... | ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ყელი, ყური, ცხვირი

კატეგორია - ყელი, ყური, ცხვირი

commerce
05-02-2018

გამარჯობა! მოკლედ ექიმთან ვერ მივდივარ და მაგიტომ გწერთ თქვენ.რამდენიმე დღის წინ შევნიშნე გაციების სიმპტომები: ცოტა ყელი მტკიოდა,ცოტა მახველებდა თავიც მტკიოდა და ვიყიდე წამლები:ტაიქოლდი,ლივ ანგინი და ლიზლი,ვიფიქრე სანამ გავციებულვარ დავლევ წამლებსთქო, ვსვავდი სამი დღე, დღეს მეოთხე დღეა თუმცა კიდე უფრო მეტად მტკივა ყელი და მახველებს გაათმაგებულად, ვიდრე პირველადი სიმპტომები იყი.დღეს მივედი აფთიაქში და სხვა წამალი ვთხოვე, რადგან, ფაქტია, ლიზლიმ შედეგი არ გამოიღო.მომცეს ფარკოსოლვინი ეს არ ვიცი რამდენად იმოქმედებს.მითხრეს სპაზმური ხველება გაქო ვერ ვხვდები რას ნიშნავს სპაზმური ხველება თუ ამასაც ამიხსნით კარგი იქნება.მოკლედ სიმპტომებია შემდეგი:ყელის ტკივილი;ყელის გაშრობა(თუმცა პირით ვსუნთქავ და შეიძლება ესაა მიზეზი);ხველება რაღაც არანორმალურად(სულ ხველება მინდა თითქოს რაღაც მაქვს და ვერადა ვერ ამოვახველე,იმდენად ხშირია ხველება რომ ზოგჯერ გულმკერდიც კი მტკივა.ხველება შერეულია,ხველება არარის მუდმივი და მხოლოდ ეს სამი დღეა მაქვს.) ტემპერატურა 37,2(სიცხეს არ ვისინჯავდი რადგან არ ვგრძნობდი რო სიცხე მქონდა, მაგრამ თქვენთან მოწერისას გადავწყვიტე გამესინჯა და 37,2 მქონდა);ეს არის სულ...გრიპი არ მაქ,ცხვირიდან არ მომდის,პროსტა ყელი მაწუხებს და ხველება.ველოდები პასუხს რისი სიმპტომები შეიძლება იყოს ზემოთ ჩამოთვლილი და რას ნიშნავს სპაზმური ხველება? (მე მაპატიეთ თუ უნდა ვიცოდე და არ ვიცი:))მადლობა წინასწარ.

პასუხი
- სპაზმური ხველა იმას ნიშნავს, რომ ბრონქების სანათური შევიწროებულია ინფექციის ფონზე და ნახველის ამოღებას ხელს უშლის, ასევე აუარესებს სუნთქვას. მაგრამ თუ ექიმთან ვერ მიხვედით ასეთი დასკვნები მხოლოდ ხველის მოსმენისას დაგისვეს? იქნებ ფილტვების ანთება გაქვთ? იქნებ ანტიბიოტიკის დანიშვნაა საჭირო? ზეპირად როგორ გითხრათ, რა მოისმინება თქვენს ფილტვებში? . თუ ვერ მიდიხართ ექიმთან, შეგიძლიათ სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ და მოასმენინოთ. თუ სპაზმური ხველა გაქვთ, ნახველის გასათხელებელი უნდა სვათ (მაგალითად მუკალტინი) და სპაზმის მომხსნელი (მაგალითად ეუფილინი, სალბუტამოლი), აგრეთვე უნდა მიიღოთ ანტიალერგიული პრეპარატი ბრონქების ლორწოვანის შეშუპების მოსახსნელად (მაგალითად კლარიტინი, ერიუსი).
თუ ხვალაც ასე იქნებით, გირჩევთ აუცილებლოდ მოასმენინოთ ექიმს ფილტვები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად