იმ დღეს კითხვა დავსვი ეს: ვარ 28 წლის მამაკაცი მა... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

commerce
01-02-2018

გამარჯობათ, იმ დღეს კითხვა დავსვი ეს:გამარჯობათ, ვარ 28 წლის მამაკაცი მაწუხებს თავის ტკივილები უკვე 2 წელია თითქმის ყოველდღიური და ყოველ დილით ვიღვიძებ დაღლილი ისეთი შეგრძნება მაქ რომ სულ დაღლილი ვარ. ამ ბოლო ხანებში დამეწყო შეტევები მარცხენა სახის მხარეს გამახურებს ასევე კეპის არეში და შუბლის არეში მაოფლიანებს უცებ და მეწყება შეგრძნება თითქოს თავის არეში რაგაც გასკდება თუმცა ტკივილით არ მტკივა უბრალოდ მგონია რომ რაღაც გასკდება.წნევაც ოდნავ მიწევს 135/80 ან 140/80 თან ასევე მაქ ხანდახან ტემპერატურაც 37 ან მაქსიმუმ 37.1.შეიძლება თუ არა ეს იყოს დაკავშირებული ანევრიზმის არსებობასთან თავის ტვინში ან ზოგადად ინსულტთან? და პასუხი გამეცით ეს:- თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მაგრამ გამოკვლევის გარეშე დასკვნას ვერ გავაკეთებთ. აუცილებლად მიდით ჯერ ოჯახის ექიმთან. პირველადი გასინჯვისა და ზოგადი აგმოკვლევების საფუძველზე იგი დაადგენს, რომელ სპეციალისტთან არის საჭირო კვლევის გაგრძელება. ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თქვენთვის წნევის ასეთი ციფრები საკმაოდ მაღალია და ამის მიზეზი უნდა დადგინდეს. გაიკეთეთ შარდის ანალიზი და გამორიცხეთ თირკმლის პათოლოგია, ასევე გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი. თუ სხვა საგულისხო სიმპტომი გაწუხებთ, ამის შესახებაც უთხარით ექიმს. კარგი იქნება თუ გაიკეთებთ სისხლში საქრის ანალიზს და ასევე ღვიძლის მდგომარეობასაც გამოიკვლევთ. გავიკეთე ტსჰში ფტ4 და ნორმალურად მაქ ყველაპერი ასევე შარდის ანალიზი და სისხლის უბრალოდ სისხლში პროთრომბინი მაქ ნორმის ზღვარზე ასევე ბდ ც ჰეპატიტებიც და ნორმა მაქ.რას მირჩევთ შემდეგ საფეხურად იმიტომ რომ მიგრძელდება ტკივილები და შეგრძნება რო თავში რაღაც გასკდება?

პასუხი
- რადგან პროთრომბინი გაქვთ ზედა ზღვარზე, გაკეთეთ კოაგულოგრამაც და ასევე სისხლში ლიპიდები ანალიზი.
ჩვენ გირჩიეთ, რომ ოჯახის ექიმს გასაუბრებოდით, საჭიროა დამატებით კითხვებზე პასუხი გასინჯვისას: ხომ არ გაქვთ ჰაიმორიტის ან ფრონტიტის ნიშნები, ასევე ნევრიტის ნიშნებია გამოსარიცხი. რადგან ანევრიზმის არსებობის შიში გაქვთ, ამის გამორიცხვა შეიძლება მრტ კვლევით.
თუ წნევის მატების სხვა მიზეზებს ვერ აღმოაჩენს ექიმი, მაშინ უნდა დაგენიშნოთ მსუბუქი ჰიპოტენზიური (წნევის დამწევი) ეფექტის მქონე მკურნალობა, მაგალითად სპაზმოლიზური საშუალებები (ნო-შპა და ვალერიანი), შესაძლოა ამ წნევის ფონზე გაწუხებთ თავის არეში უსიამოვნო შეგრძნებები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად