. 21 წლის ვარ. 175 სმ და 53 კილო. იღლიის ქვეშ გამო... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

21-01-2018

-გამარჯობა. 21 წლის ვარ. 175 სმ და 53 კილო. იღლიის ქვეშ გამომივიდა ბურთი რომელსაც თავი ჰქონდა შეწითლებული. 1 კვირის მერე ტკივილი აღარ მაქვს და აღარც შეწითლება,თუმცა მეორე იღლიაში გამომდის ახლა. ძალიან პატარა ზომისაა. ხელის შეხბით ვგრძნობ რომ გამოდის,ვიზუალურად არ ჩანს. რომელ ექიმს უნდა მივმართო?

პასუხი
-რასაკვირველია ექიმმა უნდა ნახოს, რადგან იღლიაში ე,წ, კვანძის გაჩენას რამდენიმე მიზეზი აქვს, მკურნალობა მიზეზიდან გამომდინარე ინიშნება. მიზეზი შეიძლება იყოს: 1)ჰიდრადენიტი- საოფლე ჯირკვლის ანთება- დეოდორანტ-ანტიპერსპირანტის ხშირი ხმარება იწვევს ოფლის შეკავებას და საოფლე ჯირკვალი დიდდება, ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ მისი მოხმარება და გააძლიეროთ ჰიგიენა, მაგრამ თუ დაჩირქებულიცაა, მაშინ ანტისეპტიკებით მკურნალობაა საჭირო ; 2) ფურუნკული- მაგალითად, ინფექცია შეიჭრა პარსვის დროს. აუცილებელია ჰიგიენის გაძლიერება და  ანტისეპტიკური მალამოს წასმა და 2-3 დღეში უკეთესობას არ ექნება ადგილი, აუცილებელია ქირურგთან ვიზიტი; 3) გარდა ამისა უნდა გითხრათ, რომ წონის დეფიციტი გავთ (60 კგ მაინც უნდა იყოთ) და ეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას პრობლემას. წონის დეფიციტი იმუნიტეტის დაქვეითებას გამოიწვევს, რასაც ხშირად   მოსდევს ლიმფური კვანძების გადიდება. ასეთ დროს  აუცილებლია თერაპევტთან და დიეტოლოგთან ვიზიტი. 4)ასევე უნდა გამოირიცხოს მკერდის და სხვა დაავადებები.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად