–ტ დამიდგინდა რომ ვარ შაქრის დიაბეტით დაავადებული ... | მამაკაცი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მამაკაცი

კატეგორია - მამაკაცი

18-01-2018

–გამარჯობატ დამიდგინდა რომ ვარ შაქრის დიაბეტით დაავადებული იმკურნება ტუ არა ან რა ტამალი სეიდზლება მივიგო ტომ განვიკურნო ტუ იმკურნება მადლობას გიხდიტ

პასუხი
- არა, საბოლოო განკურნება არ ხდება, მაგრამ თუ ენდოკრინოლოგის მიერ დანიშნულ მკურნალობას ჩაიტარებთ და თუ დიაბეტისთვის სპეციფიკურ დიეტასაც დაიცავთ, მაშინ  ჯანმრთელობის ს მხრივ გართულებებს არ ექნება ადგილი.
შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით ანუ სისხლში შაქრის (უფრო სწორად გლუკოზის) კონცენტრაციის მომატებით. ამ დაავადების ორი ფორმაა გავრცელებული- დიაბეტი ტიპი 1 და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 აუტოიმუნური დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზია პანკრეასის ბეტა უჯრედების დესტრუქცია (რღვევა) და შედეგად ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარება. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების ძირითადი მიზეზია ინსულინორეზისტენტობა. შაქრიან დიაბეტ ტიპი 2-ს საფუძვლად უდევს არა ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი, არამედ მისი მოქმედების არაეფექტურობა და შედარებითი ჰიპოინსულინემია.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს ენდოკრინოლოგი ინდივიდუალურად , პაციენტის ჯანმრთელობის  გათვალისწინებით ნიშნავს ინსულინოთერაპიას. ხოლო, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის შემთხვევაში შეიძლება დიეტა ან ტაბლეტებით მკურნალობა დანიშნოს, შეიძლება საჭირო გახდეს ინსულინოთერაპია.  
აუცილებლად და დროულად უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს.
ჩვენს საიტზე, ენდოკრინოლოგიის რუბრიკაში ბევრი სტატია გვაქვს შაქრიან დიაბეტზე, აუცილებლად გაეცანით მათ.


კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად