კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კარდიოლოგია
კატეგორია - კარდიოლოგია
commerce
17-01-2018
გამარჯობა , ვარ 31 წლის , 33-34 კვირის ფეხმძიმე ,ნაყოფს არადამაჯერებლად მაგრამ მაინც შეამჩნია ეხოზე ექიმმა ანევრიზმული წარმონაქმნი . ამ ვადამდე და ახლაც- ყველა სხვა ორგანო მათ შორის გულიც უნაკლოა თავისი 1 საათიანი დაკვირვებით გულისცემაზე , გამაგზავნა ამ წარმონაქმნის სანახავად ჯოენის კლინიკაში , სადაც მითხრეს რომ, რომ არ მისულიყავი ამ ფურცლით ჩაგიწერდით რომ ნორმაა ყველაფერიო .იხურება დაბადებამდე ეს რაღაცეებიო ,მაგრამ რადგან ამაზე გამახვილდა ყურადღება მოდით დაბადებიდან 2 კვირაშიო , კითხვა პირველი- ანევრიზმასთან მათ დახურვას თუ აქვს კავშირი , ანუ იმათი დახურვით შეიძლება ისიც გასწორდეს? ვერაფერი გავიგე , ნახეთ თუ შეიძლება თანდართული ფოტო, დასკვნა წერია რომ პათოლოგია ვერ ინახა , თან წერია რომ აღინიშნება ანევრიზმული წარმონაქმნი , ისედაც მითხრა აღინიშნებაო , მანდ ერთი ასო შეცდომითაა . კითხვა მეორე - ნუთუ ანევრიზმის არსებობა პათოლოგია არაა ? კითხვა მესამე -თუ პათოლოგია არაა და თავისით მოგვარებადია ორსულობის პერიოდში ან ცოტა მერე რაღატო გამიმწარეს ორსულობის ბოლო პერიოდი? მე უკვე ვგლოვობ რომ სუსტი ბიჭი შემეძინება ... ესენი კი მეუბნებიან პათოლგია არ აღინიშნება.. წარმონაქმნი კიო . ვფიქრობ იქნებ ვერაფერი დაინახა მაგრამ კოლეგის დასკვნას გაუწია ანგარიში ,, აბა ანევრიზმაზე მეტი საშინელება და პათოლოგია რა არის . კითხვა ბოლო-ამ მდგომარეობით , თუ დანარჩენად პრობლემა არ გვაქვს თუ შეიძლება ფიზიოლოგიური მშობიარობა ? ბავშვისთვის სარისკო ხო არაა ? დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი კითხვისთვის. უბრალოდ ვიცი წარმოიდგენთ ჩემს მდგომარეობას .
პასუხი
- წინაგულთაშუა ძგიდის ანევრიზმა ის ანევრიზმა არ არის, რასაც თქვენ გულისმობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ არ აღინიშნება წინაგულთაშუა ძგიდეში დეფექტი და არ ხდება პათოლოგიური ნაკადის დინება ერთი წინაგულიდან მეორეში. ეს გამობურცულობა, ანუ ანევრიზმული წარმონაქმნი წესით ახალშობილობის პერიოდში უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მშობიარობას, როგორი მშობიარობაა საჭირო, ეს წყდება ორსულობის ბოლოს დედისა და ნაყოფის  მდგომარეობის მიხედვით. კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868