ვარ 16 წლის გოგო სასჰინლად ცხიმიანი თმა მაქვს კან... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

12-01-2018

-გამარჯობა ვარ 16 წლის გოგო სასჰინლად ცხიმიანი თმა მაქვს კანიც თმას დღეს ღამე რო დავიბან ხვალ ღამე ისევ დასაბანი მაქვს და რამე მირჩიეთ ან შამპუნი ან რამე არ არსებობს ეგეთი რო ეშველოს რამე

პასუხი
-ამ ასაკში თმის მომატებულად გაცხიმიანების მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია ე.წ. (ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა პროცესი არ უკუვითარდება და ყალიბდება მყარი სებორეა, სხვა შესაძლო მიზეზებია:
* გენეტიკური განწყობა;
* ნერვული სისტემის დარღვევები;
* კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები;
* არაბალანსირეული კვება -უფრო ხშირად  Bჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა;
* მაღალიტემპერატურის ზემოქმედება (ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით არ შეიძლება);
მკურნალობა:
* ვიტამინები: B,A, D, E. თუთიის და გოგირდის პრეპარატები აუცილებელია.
* პრეპარატები ვეგეტატიური დისტონიის სამკურნალოდ;
* უნდა შეიზღუდოს ცხოველური ცხიმები, ცხარე, მარილიანი საკვები და ტკბილეული, მათ შორის შოკოლადი. უნდა იკვებოთ რძემჟავა პროდუქტებით, რაციონში ჩართოთ ხილი, კვერცხი, ბოსტნეული (კომბოსტო, ჭარხალი), კარგია მარცვლეულის ფაფები, კერძოდ შვრია.
* დადებითად აისახება ფიზიკური ვარჯიში, სუფთა ჰაერი, მზის აბაზანები.
* რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას კარგ შედეგს იძლევა ფიზიოპროცედურები; სამკურნალო შამპუნების გამოყენება (არსებობს ტოპიკის ფირმის შამპუნი ცხიმოვანი სებორეის დროს, ამ შამპუნით დაიბანეთ თავი), ექიმის მიერ ინდივიდუალურად შერჩეული შესაზელი საშულებები და ნიღბები.
დამატებითი რჩვები ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/kithkhva-pasukhi.html?view=question&id=120257
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად