პროქტოლოგია ვერვნახე რომ ამერჩია კატეგორიაში მაგრ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

05-01-2018

-გამარჯობათ, პროქტოლოგია ვერვნახე რომ ამერჩია კატეგორიაში მაგრამ ზუსტად არვიცი პროქტოლოგიის კატეგორიას მიეკუთნება თუ დერმატოლოგიის ჩემი პრობლემა, ანალურ ხვრელში, ანუსში, მაქვს ქავილი დიდი ხანია იმ დროიდან რაც ფრჩხილის სოკო გამიჩნდა უკვე მესამე წელია, რა შეიძლება ვუშველო? შეიძლება რომ ფრჩხილის სოკოს გამო იყოს გამოწვეული ანუსში ხშირი ქავილი, როცა ფეხზე ან სხვა ორგანოებზე არმაქვს ქავილის შეგრძნება? და ფრჩხილის სოკოსთვის ყველაზე ეფექტური წამალი/საშუალებაც იქნებ მირჩიოთ, ექსოდერილს ვხმარობდი და პირიქით უფრო გაიზარდა სოკო, ფაქტორ დერმიკოს მაზს ვხმარობდი ადრეც და ეხლაც, ადრე სულ გამიქრა სიცარიელე ცერა თითების ფრჩხილებზე და ფრჩხილიც ჩვეულებრივ ფორმას დაუბრუნდა, ვიფიქრე მომირჩა და რომ დავანებე ისევ გაჩნდა, ეხლა ვისვა ფაქტორ დერმიკოს მაგრამ დადებითი შედეგი არაქვს, იქნებ დამეხმაროთ, მადლობა წინასწარ

პასუხი
- ანალურ ქავილს რამდენიმე მიზეზი აქვს.
1. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორი ნაწლავის დაავადებაა. ჰემოროი, სწორი ნაწლავის გამოვარდნა ან ანალური ნაპრალი თავდაპირველად შესაძლოა არც ჩანდეს, მაგრამ მათი პირველი სიმპტომი, ანალური ქავილი, საკმაოდ დიდ უსიამოვნებას მოგაყენებთ.
2. ანალური ქავილის მეორე მიზეზია ჭიები. პატარა პარაზიტები მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ესენი უმეტესად მახვილა ჭიები არიან. საბედნიეროდ, მათგან თავის დაღწევა იოლია.
3.  სასქესო  ორგანოთა დაავადებები არცთუ იშვიათად იქცევა ანალური ნაპრალის მიდამოს ქავილის მიზეზად. სასქესო ორგანოების მიდამოში არსებული ბაქტერიები შესაძლოა ანალური ნაპრალისკენ გავრცელდნენ, სადაც მეტად ხელსაყრელი პირობებია მათი გამრავლებისთვის. ქავილის მიზეზად შესაძლოა იქცეს სოკოც, კერძოდ, კანდიდა, რძიანას გამომწვევი. ამ დროს ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო, სხვაგვარად სოკო მოგვიანებით ისევ შეგვახსენებს თავს.
4. შეკრულობაც შეიძლება გახდეს ანალური ქავილის მიზეზი.
5. სოკოვანი ინფექციაც იწვევს ანალურ ქავილს. ზუსტი მიზეზის და სათანადო მკურნალობის დასადგენად უნდა მიმართოთ პროქტოლოგს.
რაც შეეხება ფრჩხილის სოკოს, მხოლოდ გარეგანი საშუალებებით შედეგს ვერ მიაღწევთ, შიგნით მისაღები (ტაბლეტები) საშუალება კი უნდა დანიშნოს დერმატოლოგმა ფრჩხილის დათვალიერების და ფრჩხილის  ანათალის გამოკვლევის და ზუსტი დიაგნოზის დადგენის შემდეგ.     



კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად