მაქვს ფიმოზი,მაინტერესებს ეს რისგამო ჩნდება და შე... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

21-12-2017

-გამარჯობათ მაქვს ფიმოზი,მაინტერესებს ეს რისგამო ჩნდება და შესაძლებელია თუ არა რომ დროთა განმავლობაში ხელის მოძრაობით დაუბრუნდეს ჩვეულ მდგომარეობას? სექსში ხელს შემიშლის?

პასუხი
-ფიმოზის დროს ასოს თავზე ჩუჩის გადაწევა შეუძლებელია. მუცლად ყოფნის პერიოდში და სიცოცხლის პირველ წლებში ვაჟების უმრავლესობას ჩუჩა შევიწროებული აქვს. ეს ფიზიოლოგიური ფიმოზია და განპირობებულია არა ჩუჩის ანატომიური სივიწროვით, არამედ ასოს თავზე მისი მი­წებებით. ფიმოზი ბავშვებში ასაკთან ერთად აღმოიფხვრება, მაგრამ თუ ზრდასრულ ასაკმადე დარჩა პრობლემა, მაშინ მკურნალობა ქირურგიულია.
ეს პათოლოგიური მდგომარეობა აფერხებს ასოს თავის ნორმალურ გაწმენდას და ხელს უწყობს თავსა და ჩუჩას შორის განსაკუთრებული ნივთიერების -სმეგმის დაგროვებას.
სმეგმა ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჯირკვლების გამონაყოფია. როცა ის ზომაზე მეტი გროვდება, იქმნება დაავადების გამომწვევ მიკრობთა გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო(აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა -ასოს თავის რეგულარული ჩამობანა საპნითა და თბილი წყლით.).
ასევე, ფიმოზის დროს სექსუალურ კავშირს მოყვება ჩუჩის მთლიანობის დარღვევა, რაც ცხადია, დიდი დისკომფორტია. გარდა ამისა, ჩუჩის ნახეთქების ადგილზე განვითარებული ნაწიბუროვანი ცვლილებები კიდევ უფრო ავიწროებს ჩუჩას.
არ შეიძლება ჩუჩის ძალით გადაწევა -ის შესაძლოა ჩაიჭედოს და წინ გამოცურების უნარი დაკარგოს. ეს გამოიწვევს ძლიერ ტკივილს და სისხლის შეგუბებას. ასეთ დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყება ასოს თავის ან ჩუჩის ნეკროზი (კვდომა).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად