რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
- ვარ 38 წლის. მაქვს მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, მეორე სტადია. ერთი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია, მკერდი მაქვს მოკვეთილი, ასევე საშვილოსნოც ამოკვეთილი, გაკეთებული მაქვს 5 ქიმიოთერაპია და 4 კურსი ქსელოდას ვსვამდი, მაისის თვეში გავიკეთე გამოკვლევა კარცინოემბრიონული მარკერი მქონდა 21.5, ხოლო სარძევე ჯირკვლის მარკერი 0.7. წონაში მაქვს მომატებული. გთხოვთ მირჩიოთ, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება ან როგორ დავიკლო წონაში? გთხოვთთ მიპასუხოთ. დიდი მადლობა.
პასუხი
- თქვენი მეთვალყურეობა და მკურნალობა უნდა წარმართოს ონკო-მამოლოგმა, ის განსაზღვრავს მკურნალობის და აუცილებელი კვლევების ტაქტიკას. წონის რეგულირების მიზნით რეკომენდებულია ჯანსაღი კვება (ნაკლები ტკბილეული და ცომეული), რეგულარული ფიზიკური დატვირთვა – დღეში 30 წუთი სიარული სათანადო ტემპით.