! გთხოვთ მალე მიპასუხოთ! მაინტერესებს თუ არსებობს ... | ბავშვის ფიზ. განვითარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის ფიზ. განვითარება

-გამარჯობა! გთხოვთ მალე მიპასუხოთ! მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე იმუნომოდულატორი 9 თვის ასაკის ბავშვისთვის, რომელიც კბილების ამოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების დროს დასუსტებულ იმუნიტეტს გაუძლიერებს. ძალიან წვალობს ჩემი გოგონა 9 თვისაა და პირველი ორი ქვედა კბილის ამოჭრამდე ერთი თვე იტანჯა: უძილობა, ჭირვეულობა, ტკივილი, ტირილი, ძლერი ნერწყვდენა ნერწყვის გადცდენა, ხველება, სურდო, უჭმელობა, გულისრევა, ცრემლდენა, ქავილი სახის სხვადასხვა ნაწილებზე და ორი დღე ტემპერატურაც კი.

პასუხი
პასუხობს სტომატოლოგიური კლინიკა Dent Inn-ის  ექიმი-თერაპევტი  სოფო ფილიევი

-მოგესალმებით. ამ დროს ბავშვს არანაირი იმუნომოდულატორი არ სჭირდება. საჭიროა მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. გამოიყენეთ ბავშვთა ასაკისთვის რეკომენდებული რომელიმე არასტეროიდი,  რომელიც  უზრუნველყოფს სიმპტომური ეტიოლოგიის აღმოფხვრას და ხასიათდება  ტკივილ გამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. ადგილობრივად შეგიძლიათ გამოიყენოთ გელი, რომელიც მოწოდებული კბილების ამოჭრის პერიოდისათვის. სამწუხაროდ დისტანციურად და თან  რეკლამირების თავიდან აცილების მიზნით არ შემიძლია გითხრათ მედიკამენტები კონკრეტული სავაჭრო დასახელებებით.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად