. რომ დავჯდები ან რომ ავდგები ძვლები ტკაცუნობს და ... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

29-11-2017

-გამარჯობა. რომ დავჯდები ან რომ ავდგები ძვლები ტკაცუნობს და ძალა არ მაქვს ფეხებში და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს

პასუხი
-ზოგადი სისუსტის მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლა ან ანემია ან ვიტამინების დეფიციტი. გირჩევთ მიმართოთ ოჯახის ექიმს და სისხლის საერთო ანალიზი.
ახლა რაც შეეხება ძვლების ტკაცუნს- სახსრების „ტკაცუნის“ მიზეზი ჯერ კიდევ სრულიად უცნობია. სავარაუდო მიზეზები შესაძლოა დამალულია შემდეგში:
• დარღვეულია სასახსრე ზედაპირების თანხვედრა;
• კუნთში აღმოცენდა ანთებითი პროცესის კერა, როგორც პასუხი დაღლილობაზე, გადატვირთვაზე და ა.შ.;
• ე.წ. ჰიპერმობილობის დროს, რომელიც წარმოადგენს სახსრების თანდაყოლილ მომატებულ მობილურობას;
• უკვე არსებული ართროზის გამწვავების დროს, რომელიც წარმოადგენს სახსრის ერთგვარ „ცვეთას“, როცა სასახსრე ზედაპირი სულ უფრო ვიწროვდება;
• გადატანილი ტრავმა: სულ უბრალო ტრავმის დროსაც კი ზიანდება ძვლის ქსოვილი არამარტო გადატეხის ადგილზე, არამედ მიმდებარე ძვლის წსოვილებშიც;
• სახსარი დახშულია მარილებით, აქედან გამომდინარე ირღვევა კუნთოვანი ქსოვილის ელასტიურობა. უმეტესად, სახსრების „ღრჭიალი“ არ გახლავთ ავადმყოფობის შედეგი, არამედ შემაერთებელი ქსოვილის გარკვეული არასრულყოფილების გამოვლინებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, დიაგნოზის დასადგენად და მკურნალობის მართებულად დასაგეგმად აუცილებელია ეწვიოთ სპეციალისტს-ქირურგს, ტრავმატოლოგს ან ორთოპედს.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად