რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, პატარა ცხრა თვისაა და ჯერ არცერთი კბილი არც კი ჩანს, მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა სხვას არ ჩამს არაფერს.
პასუხი
-როცა ბავშვს 9 თვემდე არცერთი კბილი არ აქვს ამოსული და ამას თან ერთვის სხვა საგულისხმო ნიშნები: გაძლიერებული ოფლიანობა, მეტისმეტი აგზნებადობა, უძილობა, თმის ცვენა კეფის არეში, მაშინ უნდა მიმართოთ პედიატრს რაქიტის დიაგნოზის გამოსარიცხად. თუმცა ზოგჯერ არის შემთხვევები, როცა კბილების ამოსვლის დაგვიანება ბავშვის გენეტიკური თავისებურებაა და სულაც არ არის დაკავშირებული რაიმე პათოლოგიასთან. რაც შეეხება კვებას ამ ასაკში მხოლოდ დედის რძე არ არის საკმარისი, აუცილებლად უნდა მისცეთ დამატება, რჩვებისთვის მიმართეთ პირად პედიატრს, პირველ დამატებით კვებასთან დაკავშირებული ზოგადი რჩევები კი ნახეთ ბმულზე https://mkurnali.ge/pediatria/3065-pirveli-damatebithi-sakvebi-bostneulis-piure.html