მოგესალმებით, წინასწარ დიდი მადლობა, თუ არ შეგაწუ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

31-10-2017

-მოგესალმებით, წინასწარ დიდი მადლობა, თუ არ შეგაწუხებთ ჩემი შეკითხვით. მოკლედ ვარ 46 წლის მამაკაცი და მაწუხებს ქერტლი, ყოველ დილით ვიბან მაგრამ მაინც მაწუხებს ???

პასუხი
-ქერტლის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია პირობით პათოგენური სოკო Pityrosporum Ovale, რომელიც ჩვეულებრივ ყველა ადამიანის თავის კანზეა, ის გამრავლებას იწყებს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელ პირობებში. ქერტლის წარმოშობის სხვა მიზეზია: ნერვული გადაძაბვა, ჰორმონალური დარღვევები, კუჭ-ნაწლავის პათოლოგიები, არასწორი კვება, Aდა B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი, თმის არასწორი მოვლა, თავის კანის გამოშრობა, თმის მოვლის არასრულფასოვანი საშუალებები (გელი, ლაქი, საღებავი). აუცილებელია ინდივიდუალური სავარცხლის გამოყენება, გადადებისგან დაცვის მიზნით.
რჩევები: კვების რაციონი მდიდარი უნდა იყოს ახალი ხილით, ბოსტნეულით, რძემჟავა პროდუქტებით, ნაკლებცხიმიანი თევზით და ხორცით. ასევე A, B, C, Eვიტამინებით, თუთიით, კალციუმით, რკინით მდიდარი საკვებით.
საჭიროა, რაციონიდან გამოირიცხოს მწარე, მარილიანი, შემწვარი, ცხიმიანი, ალერგიული საკვები, ალკოჰოლი, ცომეული, ტკბილეული.
სახლის პირობებში შეიძლება გაკეთდეს თმის ნიღბები არაჟნით, კეფირით, კვერცხის გულით.
სასარგებლოა, რძის შრატის შეზელვა თმაში და 30-60 წუთის შემდეგ ჩამობანვა. ეფექტურია თავის კანის მასაჟი სუფრის მარილით.
ცხიმოვანი ქერტლის დროს სასურველია შამპუნი შეიცავდეს კეროტილს, სალიცილის მჟავას. მშრალი ქერტლის დროს რეკომენდირებულია სოკოს საწინააღმდეგო შამპუნი, რომელიც შეიცავს სელენის დისულფიდს.
არსებობს ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნები, მაგალითად ვიშის-ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი, სებიპროხი, ნიზორალი.... სცადეთ, მაგრამ თუ რჩევების გათვალისწინების მიუხედავად ქერტლის პრობლემა კვლავ გექნათ, ამავე დროს თუ ქერტლი დიდი ზომისაა და ბევრი, მაშინ ეს შეიძლება იყოს სებორეის, სოკოვანი ინფექციის, ან ფსორიაზის ერთ-ერთი ფორმა.
ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს -ის განსაზღვრავს, რა არის ქერტლის მიზეზი.
ქერტლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ტრიქოლოგის მიერ ინდივიდუალური მიდგომით (უნდა დადგინდეს ქერტლის გამომწვევი მიზეზები და თმის ტიპი).
დამატებითი ინფორმაცია და რჩევები ნახეთ ბმულზე
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება