. მყავს 5 წლის გოგონა და ეს ბოლო 1 წელია დაახლიები... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
21-10-2017

-გამარჯობათ. მყავს 5 წლის გოგონა და ეს ბოლო 1 წელია დაახლიებით ძალიან ხშირად ემართება საშარდე გზების ინფექცია. (ხშირი და ცოტა შარდვა, მღვრიე შარდი სპეციფიკური სუნით და ა.შ) რათქმაუნდა ვუკეთებ ანალიზებს და შესაბამისად ვმკურნალობთ. გაკეთებული მაქვს რამოდენიმეჯერ ბაქტერიული დათესვა ასევე საერთო ანალიზი სისხლის შარდის. ასევე ანტიბიოტიკოგრამასაც და გადაღებული მაქვს 2 ჯერ ეხოსკოპიაც საშარდე გზებზე თირკმელებზე, ღვიძლზე ნაღველზე. იდეალურად აქვს ყველაფერი არაფერი გართულება იქ არ შეინიშნა. ოდნავ ნალექი აქვს ნაღვლის ბუშტზე და არფერიაო ექიმმა დამამშვიდა. ვმკურნალობ შესაბამისად ექიმის დანიშნულებით რათქმაუნდა მაგრამ ძალიან შევწუხდით მეც და ბავშვიც ამდენი სულ წამლები ხან ანტიბიოტიკი. ძალიან გთხოვთ მითხარით რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი ვიცი გავეცანი აქ ყველაფერი წავიკითხე მაგრამ რა უკეთებს პროვოცირებას ჩვენს შემთხვევაში მაინც ვერ ვიპოვნე პასუხი ვერსად და ვერავისთან. არის თუ არა ეს განკურნებადი და რა გავაკეთო მირჩიეთ ძალიან გთხოვთ უკვე ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ხან თვეში 2 ჯერაც მიმკურნალია ისეთ სიტუაციაში რომ არც გაციებული ყოფილა და არც ვირუსი ქონია. მოვრჩებით მკურნალობას და 2 კვირაში იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ. იქნებ რამით ან დამამშვიდოთ ან დამაკვალიანოთ თქვენ მაინც. მადლობა დიდი და ბოდიშით.

პასუხი
- ქრონიკული ინფექცის შემთხვევაში, ხშირი გამწვავების ფონზე, შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს მუდმივად ანტიბაქტტერიული პრეპარატის მიცემა შემანარჩუნებელი დოზით ხანგრძლივად. ამის შესახებ კი უნდა გაესაუბროთ პედიატრს ან უროლოგს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად