მოვიწამლე შაურმით, რა გავაკეთო? | პირველადი დახმარება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2019
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პირველადი დახმარება
18-10-2017

-გამარჯობათ, მოვიწამლე შაურმით, რა გავაკეთო?

პასუხი
-თუ მდგომარეობა მძიმე არ არის მკურნალობა შეიძლება სახლის პირობებშიც. საკვებისმიერი მოწამვლის დროს პირველი რაც უნდა გაკეთდეს კუჭის ამორეცხვაა, ამისათვის თბილი სოდიანი წყალი გამოგადგებათ ან გადადუღებული თბილი წყალი 5-6 ჭიქა მაინც  და დალევის შემდეგ უნდა გამოიწვიოთ ღებინება ენის ძირზე ზეწოლით. ეს პროცედურა 3-4-ჯერ შეიძლება გაიმეოროთ. შემდეგ კი აუცილებელია ორგანიზმის შევსება სითხითა და ელექტროლიტებით. ამ მიზნით მიიღეთ მაგ; რეჰიდრონის ხსნარი, პატარა ყლუპებით. პირველ დღეს ჯობს არაფერი ჭამოთ, სვით სითხე მხოლოდ - ჩაი, გვირილის ნაყენი, გაზგასული მინერალური წყალი...
შემდეგ დღეებში კი თუ ცხადია, გულისრევა, ფაღარათი აღარ გექნათ აუცილებელია დამზოგველი დიეტის დაცვა  ერთი კვირის მანძილზე მაინც, საკვბი უნდა მიიღოთ მხოლოდ მოხარშული სახით, დასაშვებია წყალზე მომზადებული ფაფები, მოხარშული ბოსტნეული, უცხიმო მოხარშული ხორცი, თევზი, კისელი. ხილიდან ვაშლი მხოლოდ, შეიძლება მოთუშული სახით.
თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, გექნათ მუცლის შეტევითი ტკივილი, ფაღარათი. გულისრევა და პირღებინება აუცილებლად მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს. .
კომენტარები
13 აპრილი 2018 16:59
ენტეროსგელი იყიდე მომენტალურად გიშველის!რომელი საუკუნეა სოდა და თბილი წყალი?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
მაღალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - LCHF: გახდომა სიამოვნებით - ეს დიეტა წვავს ცხიმებს.
არტერიულ ჰიპერტენზიასთან ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ჯანსაღ წესსა და რაციონალურ კვებას.
ექიმები დიდი ხანია ეძებენ უსაფრთხო დიეტას მოხუცებულთათვის, რომელიც უზრუნველყოფს ჭარბი წონის
ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ
სპეციალისტები არაერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სოციალური ქსელები იწვევს დეპრესიას, აქვეითებს ძილის ხარისხს, თვითშეფასებას.
იაპონიაში, ყველა მოქალაქე 40-დან 75 წლამდე, ვალდებულია წელის გარშემოწერილობის ზომა განისაზღვროს.
„ბოროტების ერთ-ერთი გამოვლინებაა აბორტი, როდესაც მკვლელობას მანიპულაცია ეწოდება, მკვლელს – დამსახურებული ექიმი, – ამის შესახებ