, ჩემი გოგო 12წლისაა, პატარაობიდან საუბრობდა ძალია... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

01-10-2017

გამარჯობა, ჩემი გოგო 12წლისაა, პატარაობიდან საუბრობდა ძალიან კარგად, მკვეთრად გამოთქვავდა ბგერებს, მესამე კლასიდან დაიწყო ნელნელა ენის წაკიდება, ექიმთან ვერ მივიყვანე ფინამსურიდან გამომდინარე, დღემდე ესეა, ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად რამის მოყოლის დროს , მევფიქრობ ემოციურ ფონზე, ემართება ესე,თუ ვეტყვი ნელა უსაუბრე მაშინ საუბრობს ჩვეულებრივ. დამამშვიდებელი მინდა მივცე, რამე თქვენ რას მირჩევთ ამ შემთხვევაში. ფენიბუტი ვნახე ამის წინ, ენაბლუობასთან დაკაბშირებით და შეიძლება ამის მიცემა?თუ ვაგოსტაბილი როგორც დამამშვიდებელი?

პასუხი
პასუხობს მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ "ლოგომედის" ხელმძღვანელი, ექიმი ეკა ჭავჭავაძე.
- ფენიბუტი და ვაგოსტაბილი ნამდვილად ინიშნება ლოგონევროზის მკურნალობის პროცესში, თუმცა, მისი მიღება ბავშვისთვის სპეციალისტის გარეშე, შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. უნდა გაიაროთ კონსულტაცია ბავშვთა ნევროლოგთან და მხოლოდ მისი ნებართვით შეგიძლიათ აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის დაწყება. აქვე გეტყვით, რომ ლოგონევროზის მედიკამენტური მკურნალობა სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის, თუ არ მოხდება პრობლემის კომპლექსური მკურნალობა, რაც უკვე ენისა და მეტყველების თერაპევტის პრეროგატივაა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად